თავში

პრობლემა მოგვარებულია - გიორგი შერმადინი რუსეთში შეუშვეს

პრობლემა მოგვარებულია - გიორგი შერმადინი რუსეთში შეუშვეს
პრობლემა მოგვარებულია - გიორგი შერმადინი რუსეთში შეუშვეს

საქართველოს ნაკრებისა და "ლენოვო ტენერიფეს" მოთამაშე გიორგი შერმადინი რუსეთში შეუშვეს. ესპანური გუნდი ნიჟნი ნოვგოროდში ჩაფრინდა, სადაც ჩემპიონთა ლიგის "რვათა ფინალი" 5-9 მაისს უნდა გაიმართოს, თუმცა, გიორგი საზღვარზე რუსეთის ვიზის არქონის გამო არ შეუშვეს და მას ღამის გათენება აეროპორტში მოუწია.

გიორგი შერმადინს ესპანეთის რეზიდენტის მოწმობა ჰქონდა, მაგრამ ამ საბუთმა არ გაჭრა. "ტენერიფეს" ვებგვერდის ცნობით, თავდაპირველად ჰქონდათ ინფორმაცია, რომ სერბეთის, მონტენეგროსა და საქართველოს რუსეთში შესასვლელად ვიზა არ სჭირდებოდათ. 

ესპანეთის საკალათბურთო კლუბი „ტენერიფე“ რუსეთში გუშინ ჩავიდა, ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ეტაპზე - „რვათა ფინალში“ მონაწილეობის მისაღებად.

31 წლის კალათბურთელი გუნდს  სასტუმროში უკვე შეუერთდა. ჩემპიონთა ლიგის "რვათა ფინალში"  " ტენერიფე"  6 მაისს ფრანგულ სტრასბურს დაუპირისპირდება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში, ნახევარფინალში ესპანურ ბურგოსსა და ებრაულ ჰაპოელ ჰოლონს შორის საუკეთესოს შეხვდება. ჩემპიონთა ლიგის ფინალი ნიჟნი ნოვგოროდში 9 მაისსა დაგეგმილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system