თავში

"სოკარმა" ბოულინგის ტურნირი დააფინანსა - PHOTO

"სოკარმა" ბოულინგის ტურნირი დააფინანსა
სოკარმა ბოულინგის ტურნირი დააფინანსა - PHOTO

"Youth Media Connections-ის,  "ახალგაზრდული მედია კავშირის" ორგანიზებითა და "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" ფინანსური მხარდაჭერით, ბოლრუმის ადაპტირებულმა დარბაზმა აფხაზეთის ომის გმირის - თემო სახოკიას სახელობის ბოულინგის ტურნირს უმასპინძლა.ტურნირში მონაწილეობა მიიღეს სამშვიდობო მისიებში და სხვადასხვა საომარ მოქმედებებში დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა, ვეტერანებმა, შშმ პირებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა."შშმ პირებისა და ხანდაზმულთა უფლებების რეალიზაცია "სოკარის" სოციალური პასუხისმგებლობის განუყოფელი ნაწილია და ჩვენი კომპანია მომავალშიც განაგრძობს მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერას," - აცხადებენ "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმში".ცნობისთვის, გარემოს დაცვა, ახალგაზრდების მხარდაჭერა, უსაფრთხოება, ქალთა გაძლიერება, შშმ პირთა და ხანდაზმულების მხარდაჭერა, - ამ მიმართულებით "სოკარი" სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ბოლო 2 წელია საქართველოში აქტიურად მუშაობს. კომპანიამ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ 2018 წელს წარადგინა.

საქართველოში "სოკარის" ავტოგასამართ სადგურებზე მზის პოანელები მონტაჟდება. კომპანიის სამომავლო გეგმები უკავშირდება მზის პანელებით ელექტრომობილების სწრაფი დამუხტვის ცენტრების შექმნასაც.

ცნობისთვის, წლების განმავლობაში SOCAR– მა მხოლოდ სოციალურ სფეროებში 100 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია ჩადო. კომპანია საქართველოს მთავრობასთან ერთად ახორციელებს მსხვილ სოციალურ პროექტებს.

სოკარმა 2006 წლიდან დაიწყო ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში, რამაც ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. ამჟამად საქართველოში ფუნქციონირებს ყულევის ნავთობტერმინალი, გაზგამანაწილებელი ქსელი და ბენზინგასამართი სადგურები. კომერციული საქმიანობის გარდა, კომპანია ახორციელებს სხვადასხვა სოციალურად ორიენტირებულ პროექტებს საქართველოში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system