თავში

აშშ-მა ავღანეთიდან ჯარების გაყვანა დაასრულა

​აშშ-მა ავღანეთიდან ჯარების გაყვანა დაასრულა
აშშ-მა ავღანეთიდან ჯარების გაყვანა დაასრულა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარების გაყვანა დაასრულა. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალ ფრენკ მაკენზიმ პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-ის ელჩმა, როს უილსონმა ავღანეთი ბოლო რეისით დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, 12 აგვისტოდან ქაბულიდან 122 ათასზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ადასტურებს, რომ 31 აგვისტოს შემდეგ აშშ-ის ავღანეთში დიპლომატიური წარმომადგენლობა აღარ ეყოლება.

რადიკალურმა მოძრაობა "თალიბანმა" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო.

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა.

ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ავღანეთი "თალიბანმა" ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა.

დედაქალაქ ქაბულის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე დიდი რაოდენობით ხალხი შეიჭრა. ისინი ქვეყნის დატოვებას ცდილობდნენ. ადამიანები აეროპორტის ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system