თავში

აშშ-ში საპროტესტო აქციების დროს 4 ათასამდე ადამიანი დააკავეს

​აშშ-ში საპროტესტო აქციების დროს 4 ათასამდე ადამიანი დააკავეს
აშშ-ში საპროტესტო აქციების დროს 4 ათასამდე ადამიანი დააკავეს

აშშ-ში საპროტესტო აქციების დროს, რომელიც არეულობებში გადაიზარდა, 4 ათასამდე ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN იუწყება.

დემონსტრაციები მინეაპოლისში პოლიციელის მხრიდან ძალის გამოყენების დროს აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა.

აქციები აშშ-ის სხვადასხვა ქალაქებში იმართება.

ბოსტონში არეულობების დროს 7 პოლიციელი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დემონსტრანტებმა პატრული 21 მანქანა დააზიანეს, 40 ადამიანი დაკავებულია.

ლიუსვილში დემონსტრაციების დროს ერთი ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ The Independent წერს. ინციდენტი შუაღამისას მოხდა. ქალაქში კომენდანტის საათი მოქმედებს. პოლიცია აცხადებს, რომ აქციისას ვიღაცამ მათ ესროლა, რასაც საპასუხო სროლა მოხდა.

ვაშინგტონის მერმა მიურიელ ბოუზერმა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მზარდი დაპირისპირების ფონზე აშშ-ის დედაქალაქში ღამის 11 საათიდან დილის 6 საათამდე კომენდანტის საათი გამოაცხადა.

თეთრ სახლთან გამართული საპროტესტო აქციის დროს უსაფრთხოების სამსახურმა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მისი მეუღლე მელანია ტრამპი და შვილი ბარონ ტრამპი მიწისქვეშა ბუნკერში გადაიყვანა, სადაც მათ დაახლოებით ერთი საათი გაატარეს.

ამასთან, მინეაპოლისში „ Deutsche Welle“ გადამღები ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს. მედიის ინფორმაციით, ჟურნალისტ შტეფან ზიმონეს და ოპერატორ მაკს ფიორგის მიმართულებით პოლიციამ გაისროლა. ამ დროს რეპორტიორი პირდაპირ ეთერში ჩართვისთვის ემზადებოდა. მომხდარის შემდეგ პოლიციელებმა რეპორტიორებს ადგილის დატოვება მოსთხოვეს. 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში მასობრივი არეულობები უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება.

მინეაპოლისში მასობრივი არეულობების ადგილებში აშშ-ის ეროვნული გვარდიის 500-მდე წევრი გააგზავნეს.

მოსახლეობის უკმაყოფილება ფაქტმა გამოწვია, რომელიც ცოტა ხნის წინ მოხდა. გასულ კვირას პოლიციამ 46 წლის ადგილობრივი ჯორჯ ფლოიდი მოკლა. ის მანქანაში იჯდა, როდესაც სამართალდამცავებმა ის საეჭვოდ ჩათვალეს. მამაკაცი ავტომობილიდან გადმოიყვანეს და ბორკილები დაადეს. ის ასფალტზე დააწვინეს. მოსახლეობა ამბობს, რომ პოლიციამ გადამეტებული ძალა გამოიყენა.

"სუნთქვა არ შემიძლია", - ამბობდა დაკავებული.

შემდეგ მან გონება დაკარგა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მინეაპოლისში არეულობების დროს ერთი ადამიანი მოკლეს.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ მინეაპოლისში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების საქმეს განსაკუთრებული მნიშვნელობის სტატუსი მიანიჭა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system