თავში

ჩინეთში კორონავირუსის 3 შემთხვევის გამო ქალაქი ჩაკეტეს

​ჩინეთში კორონავირუსის 3 შემთხვევის გამო ქალაქი ჩაკეტეს
ჩინეთში კორონავირუსის 3 შემთხვევის გამო ქალაქი ჩაკეტეს

ჩინეთის პროვინცია ჰენანის ქალაქი იუჩჟოუ ჩაიკეტა მას შემდეგ, რაც კვირას აქ კორონავირუსის სამი ასიმპტომური შემთხვევა დაფიქსირდა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

1 მილიონზე მეტ მოქალაქეს სახლში დარჩენა უბრძანეს.

ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა, საზოგადოებრივი შეხვედრები და სწავლა გაუქმდა.

არსებული ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში შესასვლელი და გასასვლელი გადაკეტილია.

ასევე, მაღაზიებსა და სუპერმარკეტებს დაევალათ "შეაჩერონ კომერციული საქმიანობა, გარდა ყოველდღიური საქონლის მიწოდებისა“.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system