თავში

ჩრდილოეთ კორეამ ჰიპერბგერითი რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ ჰიპერბგერითი რაკეტა გამოსცადა
ჩრდილოეთ კორეამ ჰიპერბგერითი რაკეტა გამოსცადა

სამშაბათს ჩრდილოეთ კორეამ ჰიპერბგერითი რაკეტა წარმატებით გამოსცადა. ინფორმაციას სააგენტო Yonhap ავრცელებს.

ცდებს ქვეყნის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ესწრებოდა. რაკეტამ 1000 კმ დაფარა და მიზანს ზუსტად მოხვდა.

ჩრდილოეთ კორეის სატელეგრაფო სააგენტო წერს, რომ ცდების მიზანი "ჰიპერბგერითი იარაღის სისტემის ტექნიკური მახასიათებლების საბოლოო შემოწმება" იყო.

ცნობისთვის, 11 იანვარს ცნობილი გახდა, რომ იაპონიის სანაპირო დაცვის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

მანამდე, 5 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროზე, სულ მცირე, ერთი ამოუცნობი ჭურვი გაისროლა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ამ კვირაში გასროლილი ჭურვი ჰიპერბგერითი რაკეტა იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system