თავში

დონალდ ტრამპი ირანელ ხალხს სპარსულ ენაზე მიმართავს

დონალდ ტრამპი ირანელ ხალხს სპარსულ ენაზე მიმართავს
დონალდ ტრამპი ირანელ ხალხს სპარსულ ენაზე მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანში გამართულ ანტისამთავრობო აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ტრამპი ირნელ ხალხს მიმართავს და აღნიშნავს, რომ შთაგონებულია მათი გამბედაობით. პრეზიდენტი მიმართვას სპარსულ და ინგლისურ ენებზე ავრცელებს. 

„მამაც და მრავალ ტანჯულ ირანელ ხალხს: ჩემი პრეზიდენტობის პირველივე დღიდან თქვენს გვერდით ვდგავარ. ჩემი ადმინისტრაცია გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით თქვენს პროტესტს და შთაგონებული ვართ თქვენი გამბედაობით“, – წერს დონალდ ტრამპი. 

შეგახსენებთ, გუშინ ირანის დედაქალაქ თეირანის ქუჩებში ასობით ადამიანმა უკრაინული ბოინგის ჩამოგდება და ,,დაგვიანებული აღიარება" გააპროტესტა. 

ანტისამთავრობო აქცია სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზით დაშალა.

თავდაპირველად  ირანის ქუჩებში სტუდენტები გამოვიდნენ. თეირანის ცენტრში 1000-მდე ადამიანი შეიკრიბა, ისმოდა მოწოდებები უმაღლესი თანამდებობის პირებისა და ირანის რევოლუციური გვარდიის ქმედების წინააღმდეგ, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეეწირა.

აქციის მონაწილეები გამოძიების ობიექტურად ჩატარებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვდნენ.

გუშინ ირანმა აღიარა უკრაინული თვითმფრინავის "ბოინგ 737-ის" შემთხვევით ჩამოგდება, რომელზეც 176 ადამიანი იმყოფებოდა და ვერც ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თეირანში 8 იანვარს მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულია ირანის 82 მოქალაქე, 63 კანადის და 11 უკრაინის. ბორტზე ასევე იმყოფებოდნენ შვედეთის, ავღანეთის, გერმანიის და ბრიტანეთის მოქალაქეები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system