თავში

დრეზდენის პოლიცია ძარცვის შესახებ ინფორმაციისთვის ფულად ჯილდოს აწესებს

​დრეზდენის პოლიცია ძარცვის შესახებ ინფორმაციისთვის ფულად ჯილდოს აწესებ
დრეზდენის პოლიცია ძარცვის შესახებ ინფორმაციისთვის ფულად ჯილდოს აწესებს

დრეზდენის პოლიციაში აცხადებენ, რომ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, რომელიც გამოძიებას მუზეუმ "მწვანე სარდაფებიდან" მოპარული ძვირფასეულობის, ან მძარცველების პოვნაში დაეხმარება, ჯილდოს სახით 500 ათას ევროს გადაიხდის. ინფორმაციას ამის შესახებ საქსონიის პოლიცია ავრცელებს.

თუ გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას რამდენიმე ადამიანისგან მიიღებს პოლიცია, მაშინ ჯილდო გაიყოფა.

ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ სპეციალური საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა გაიზარდა. ამჟამად მის მუშაობაში 40 ადამიანია ჩართული.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მუზეუმი 4 დაუდგენელმა პირმა გაძარცვა.

გერმანიის ქალაქ დრეზდენში პოლიცია ძვირფასეულობის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი, ევროპაში უმსხვილესი კოლექციის ძარცვის ფაქტს იძიებს. ინციდენტი "მწვანე სარდაფების" მუზეუმში გუშინ მოხდა.

ექსპერტების თქმით, მოპარული ნივთების ღირებულება მილიარდ ევროს შეადგენს.

პირები, რომლებმაც დრეზდენში მუზეუმი "მწვანე სარდაფები" გაძარცვეს, ფარნებით და ცულებით იყვნენ შეიარაღებულნი, რომლითაც დარბაზში ვიტრინა ჩაამსხვრიეს.

ძარცვის ვიდეო დრეზდენის პოლიციამ გაავრცელა.

"მწვანე სარდაფების" დირექტორი დირკ სინდრამი დრეზდენში მომხდარ ძარცვას ფილმს "შეუსრულებელი მისია" ადარებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system