თავში

ინდოეთში ისევ საგანგაშო ანტირეკორდია, ვითარება უკიდურესად დამძიმდა

​ინდოეთში ისევ საგანგაშო ანტირეკორდია, ვითარება უკიდურესად დამძიმდა
ინდოეთში ისევ საგანგაშო ანტირეკორდია, ვითარება უკიდურესად დამძიმდა

ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი გამოვლინდა. 29 აპრილის მონაცემებით, ბოლო დღე-ღამეში COVID-19 379 257 ადამიანს დაუდასტურდა, 3,6 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ტელეარხი NDTV ავრცელებს.

ეს მაჩვენებელი პანდემიის პერიოდში ყველაზე მაღალი გახდა.

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხმა 18 მილიონს გადააჭარბა. 15 მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, 204 ათასი ადამიანი კორონავირუსითა და თანმდევი დაავადებით გარდაიცვალა.

ინდოეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მე-7 დღეა 300 ათასს აღემატება, რის გამოც ადგილობრივი ექიმები დახმარებას არმიას სთხოვენ დახმარებას არმიას სთხოვენ.

ამასთან, ინდოეთის სამედიცინო სისტემა მთლიანად გადატვირთულია და საავადმყოფოებში ადგილები აღარ არის. ამიტომ, პანდემიასთან საბრძოლველად, ინდოელმა ექიმებმა უკვე სთხოვეს დახმარება სამხედროებს.

ბოლო ერთი დღის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2,771 იყო, მაგრამ ექსპერტები უახლოეს მომავალში ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვან გაუარესებას ელიან.

შეგახსენებთ, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ განაცხადა, რომ ქვეყანა "კორონავირუსის ქარიშხალმა მოიცვა".

ინდოეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო შეშფოთება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმაც გამოხატა.

ინდოეთის ქუჩებში, კრემატორიუმებში ადგილების სიმცირის გამო, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანთა ცხედრებს ქუჩაში წვავენ.

ინფექციის სწრაფი გავრცელების მიზეზი კორონავირუსის ახალი, უფრო გადამდები და საშიში ვარიანტია, რომელიც ინდოეთის ტერიტორიაზე შეიქმნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system