თავში

ინდოეთში კორონავირუსი კიდევ 132,788 ადამიანს დაუდასტურდა

​ინდოეთში კორონავირუსი კიდევ 132,788 ადამიანს დაუდასტურდა
ინდოეთში კორონავირუსი კიდევ 132,788 ადამიანს დაუდასტურდა

ინდოეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფექცია კიდევ 132,788 პირს დაუდასტურდა. ქვეყანაში COVID-19-ით სულ 28.3 ადამიანია ინფიცირებული. გასული დღე-ღამის განმავლობაში დაავადებას კიდევ 3,207 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა რიცხვი 335,102-ს შეადგენს. კორონავირუსისგან ჯამში 25 მილიონზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

სამედიცინო ექსპერტები თვლიან, რომ შემთხვევათა რეალური რაოდენობა ოფიციალურზე ხუთჯერ ან ათჯერ მაღალია.

ადგილობრივი ექიმები დახმარებას არმიას სთხოვენ.

ამასთან, ინდოეთის სამედიცინო სისტემა მთლიანად გადატვირთულია და საავადმყოფოებში ადგილები აღარ არის. ამიტომ, პანდემიასთან საბრძოლველად, ინდოელმა ექიმებმა უკვე სთხოვეს დახმარება სამხედროებს.

ბოლო ერთი დღის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2,771 იყო, მაგრამ ექსპერტები უახლოეს მომავალში ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვან გაუარესებას ელიან.

შეგახსენებთ, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ განაცხადა, რომ ქვეყანა "კორონავირუსის ქარიშხალმა მოიცვა".

ინდოეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო შეშფოთება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმაც გამოხატა.

ინდოეთის ქუჩებში, კრემატორიუმებში ადგილების სიმცირის გამო, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანთა ცხედრებს ქუჩაში წვავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system