თავში

"ისლამურ სახელმწიფოს“ ახალი ლიდერი ჰყავს

"ისლამურ სახელმწიფოს“ ახალი ლიდერი ჰყავს
ისლამურ სახელმწიფოს“ ახალი ლიდერი ჰყავს

ტერორისტულმა ორგანიზაციამ „ისლამური სახელმწიფო" ახალი ლიდერი აირჩია. ის ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ამირ მოჰამად აბდულ რაჰმან ალ-მავლი ალ-სალბია. იგი მისი წინამორბედის, ტერორისტ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციიდან რამდენიმე საათში აირჩიეს. ალ-ბაღდადი აშშ-ის სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა.

როგორც ცნობილია, ალ-სალბი „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი იდეოლოგია და იგი ლიდერების იმ მცირე რიცხვს ეკუთვნის, ვინც არაბი არ არის.

"ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია 27 ოქტომბერს გავრცელდა.

სპეცოპერაცია სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, იდლიბის პროვინციაში ჩატარდა. აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ ე.წ. შაჰიდის ქამრით აიფეთქა თავი.

ISIS-ის ლიდერის სიკვდილი აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა.

პენტაგონმა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის ვიდეო გაავრცელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system