თავში

ქაბულის აეროპორტთან მეორე აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი - VIDEO

ქაბულის აეროპორტთან მეორე აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი
ქაბულის აეროპორტთან მეორე აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი - VIDEO

ქაბულის აეროპორტთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. ეს აეროპორტის სიახლოვეს მეორე აფეთქებაა, რომელიც ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში მოხდა. ინფორმაციას Sky News ავრცელებს.

”პირველი აფეთქება სასტუმროსთან Baron, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. მეორე აფეთქება Abbey-ის ჭიშკართან, სავარაუდოდ, ავტომობილის აფეთქებამ გამოიწვია", - აღნიშნავს ტელეარხი.

მანამდე ქაბულის აეროპორტთან აფეთქება მოხდა. პენტაგონმა ამერიკელ სამხედროებს შორის დანაკარგის ფაქტი დაადასტურა. რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. ტელეარხ Alhadath ცნობით, ტერაქტის შედეგად 13 ადამიანი, მათ შორის ბავშვები დაიღუპნენ.

გამოცემა Politico ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქება "ისლამური სახელმწიფოს" თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

ცნობისთვის, დღეს დილით ავსტრალიამ, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდეს, ქაბულის ჰამიდ კარზაის სახელობის აეროპორტს ერიდონ, რადგან იქ ტერაქტის საფრთხე არსებობს.

რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ავღანეთი "თალიბანმა" ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა.

დედაქალაქ ქაბულის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე დიდი რაოდენობით ხალხი შეიჭრა. ისინი ქვეყნის დატოვებას ცდილობდნენ. ადამიანები აეროპორტის ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system