თავში

მეცნიერმა მსოფლიოში პირველი COVID-ინფიცირებული პაციენტის ვინაობა დაასახელა

​მეცნიერმა მსოფლიოში პირველი COVID-ინფიცირებული პაციენტის ვინაობა და
მეცნიერმა მსოფლიოში პირველი COVID-ინფიცირებული პაციენტის ვინაობა დაასახელა

არიზონას უნივერსიტეტის ეკოლოგიისა და ევოლუციური ბიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა, მაიკლ ვორობეიმ მსოფლიოში პირველი COVID-ინფიცირებული პაციენტის ვინაობა დაასახელა. ეს არის გამყიდველი ვეი გუისიანი, რომელიც ვუჰანის ბაზარში მუშაობდა. ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.

ვორობეიმ აღნიშნა, რომ COVID-19-ის პირველი ცნობილი შემთხვევა ვუჰანის ბაზარში ზღვის პროდუქტების გამყიდველს აღმოაჩნდა.

განახლებული მონაცემების თანახმად, კორონავირუსით ინფიცირების პირველი ცნობილი შემთხვევა 2019 წლის 11 დეკემბერ დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წინა ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ პირველი შემთხვევა 41 წლის მამაკაც ბუღალტერს უკავშირდებოდა, რომელიც ბაზრიდან ათეულ კილომეტრში ცხოვრობდა. მეცნიერის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიის ადრეული ვადების არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა.

ჯანდაცვის ჯგუფის სპეციალისტმა პიტერ დაშაკმა მეცნიერის მიერ აღმოჩენილი შეცდომა აღიარა.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან თითქმის ორი წელი გავიდა, მაგრამ მეცნიერები მთელი მსოფლიოდან ვირუსის წარმოშობას დღემდე ვერ ხსნიან. ამაზე მხოლოდ მეცნიერები კი არა, არამედ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებიც მუშაობენ.

ოქტომბერში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ იქმნება ახალი პათოგენების წარმოშობის შემსწავლელი სამეცნიერო საკონსულტაციო ჯგუფი (SAGO). მისი მიზანია კორონავირუსის წარმოშობის დადგენა და სხვა მომაკვდინებელი პათოგენების აფეთქებისთვის უკეთ მომზადება.

ჯგუფი შეისწავლის, გადაეცა თუ არა ვირუსი ცხოველებიდან ადამიანებს ვუჰანის ბაზრებზე, თუ ლაბორატორიულ შემთხვევის შედეგად გაჟონა.

ჯანდაცვის მსოფლიო არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსი, შესაძლოა, ჩინურ ლაბორატორიაში შექმნილიყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ჰიპოთეზის გამოძიება გაგრძელდება, რომლის თანახმად ვირუსი ლაბორატორიული გაჟონვის შედეგად გავრცელდა.

ამავდროულად, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა განაცხადეს, რომ მათ, შესაძლოა, კორონავირუსის წარმოშობა საბოლოოდ ვერასოდეს დაადგინონ, თუმცა, ვერსია, რომ COVID-19 შეიქმნა, როგორც ბიოლოგიური იარაღი, უარყოფილი იქნა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system