თავში

მსოფლიოში COVID-19-ით 100 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული

​მსოფლიოში COVID-19-ით 100 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული
მსოფლიოში COVID-19-ით 100 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული

Worldometers-ის ბოლო მაჩვენებლებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 100,839,430-ს შეადგენს.

ინფიცირებულთა მაჩვენებლით ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს. აშშ-ში კორონავირუსის 26,011,222 შემთხვევა გამოვლინდა.

მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, სადაც კორონავირუსით 10,690,279 ადამიანია ინფიცირებული. ინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიო სამეულშია ბრაზილია - 8,936,590 კოვიდინფიცირებული.

ინფიცირებულთა მაჩვენებლით მეოთხე ადგილზე რუსეთია (3,756,931). მეხუთეზე - დიდ ბრიტანეთი (3,689,746). ორ მილიონზე მეტი შემთხვევაა საფრანგეთში (3,079,943), ესპანეთსა (2,733,729), იტალიაში (2,485,956), თურქეთში (2,442,350), გერმანიასა (2,163,113) და კოლუმბიაში (2,041,352). მილიონზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება არგენტინაში (1,885,210), მექსიკაში (1,885,210), პოლონეთში (1,885,210), სამხრეთ აფრიკაში (1,885,210) ირანში (1,385,706), უკრაინასა (1,197,107) და პერუსა (1,107,239) და ინდონეზიაში (1,012,350).

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას ჯამში 2,167,167 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო 72,864,949 გამოჯანმრთელდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system