თავში

მსოფლიოში COVID-19-ით 115 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული

​მსოფლიოში COVID-19-ით 115 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული
მსოფლიოში COVID-19-ით 115 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული

Worldometers-ის ბოლო მაჩვენებლებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 115,015,701-ს შეადგენს.

ინფიცირებულთა მაჩვენებლით ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს. აშშ-ში კორონავირუსის 29,314,254 შემთხვევა გამოვლინდა.

მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, სადაც კორონავირუსით 11,124,527 ადამიანია ინფიცირებული. ინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიო სამეულშია ბრაზილია - 10,589,608 კოვიდინფიცირებული.

ინფიცირებულთა მაჩვენებლით მეოთხე ადგილზე რუსეთია (4,257,650). მეხუთეზე - დიდ ბრიტანეთი (4,182,009). 3 მილიონზე მეტი შემთხვევაა საფრანგეთში (3,760,671), ესპანეთში (3,204,531), 2 მილიონს გადასცდა შემთხვევების რიცხვი იტალიაში (2,938,371), თურქეთში (2,711,479), გერმანიაში (2,455,569), კოლუმბიაში, (2,255,260) არგენტინასა (2,112,023) და მექსიკაში (2,089,281). მილიონზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება პოლონეთში (1,711,772), ირანში (1,639,679), სამხრეთ აფრიკაში (1,513,959) უკრაინაში, (1,357,470), ინდონეზიაში (1,341,314), პერუში (1,332,939), ჩეხეთსა (1,252,242) და ნიდერლანდებში (1,092,452).

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას ჯამში 2,550,726 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო 90,740,348 გამოჯანმრთელდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system