თავში

მსოფლიოში COVID-19-ით 192 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული

​მსოფლიოში COVID-19-ით 192 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული
მსოფლიოში COVID-19-ით 192 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული

Worldometers-ის ბოლო მაჩვენებლებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 192,278,086-ს შეადგენს.

ინფიცირებულთა მაჩვენებლით ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს. აშშ-ში კორონავირუსის 35,081,719 შემთხვევა გამოვლინდა.

მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, სადაც კორონავირუსით 31,216,337 ადამიანია ინფიცირებული. ინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიო სამეულშია ბრაზილია - 19,419,741 კოვიდინფიცირებული.

ინფიცირებულთა მაჩვენებლით მეოთხე ადგილზე რუსეთი (6,006,536). მეხუთეზე - საფრანგეთი (5,890,062). მე-6 ადგილს თურქეთი (5,546,166) იკავებს. მას მე-7 ადგილზე დიდი ბრიტანეთი მოჰყვება - 5,519,602 ინფიცირებულით.

4 მილიონზე მეტი შემთხვევაა არგენტინაში (4,784,219), კოლუმბიაში (4,668,750), იტალიასა (4,293,083) და ესპანეთში (4,189,136).

3 მილიონზე მეტი შემთხვევაა გერმანიასა (3,754,828) და ირანში (3,576,148).

2 მილიონს გადასცდა შემთხვევების რიცხვი ინდონეზიაში (2,950,058), პოლონეთში (2,881,594), მექსიკაში (2,678,297), სამხრეთ აფრიკაში (2,311,232), უკრაინასა (2,245,930) და პერუში (2,096,013).

მილიონზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება ნიდერლანდებში (1,814,14), ჩეხეთში (1,671,372), ჩილეში (1,601,858), ფილიპინებში (1,517,903), ერაყში (1,510,517), კანადაში (1,424,220), ბანგლადეშში (1,128,889), ბელგიაში (1,108,675), შვედეთში (1,095,279), რუმინეთში (1,081,773).

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას ჯამში 4,133,988 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო 174,963,344 გამოჯანმრთელდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system