თავში

მსოფლიოში COVID-19-ით 2 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

მსოფლიოში COVID-19-ით 2 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა
მსოფლიოში COVID-19-ით 2 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

Worldometers-ის ბოლო მაჩვენებლებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 94 414 805-ს შეადგენს, ხოლო დაავადებას პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 2 020 119 პაციენტი ემსხვერპლა.

გარდაცვლილთა მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილს შეერთებული შტატები იკავებს, სადაც დაავადებას 401 856 ადამიანი ემსხვერპლა. მეორე ადგილზეა ბრაზილია - 208 291 გარდაცვლილით, ხოლო მესამეზე ინდოეთი, სადაც დაავადებას 152 130 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა მაჩვენებლით ინდოეთს მცირედით ჩამორჩება მექსიკა - 139 022 გარდაცვლილი.

ინფიცირებულთა მაჩვენებლით ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს. აშშ-ში კორონავირუსის 24 102 429 შემთხვევა გამოვლინდა.

მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, სადაც კორონავირუსით 10 543 659 ადამიანია ინფიცირებული. ინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიო სამეულშია ბრაზილია - 8 394 253 კოვიდინფიცირებული.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსისგან 67 456 822 გამოჯანმრთელდა, ხოლო 24 937 864 კვლავ ინფიცირებულია.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system