თავში

მსოფლიოში COVID-19-ით 240 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული

​მსოფლიოში COVID-19-ით 240 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული
მსოფლიოში COVID-19-ით 240 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული

15 ოქტომბრის დილის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 240 405 321 შემთხვევა დაფიქსირდა. ასეთია Worldometers–ის მონაცემები.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას ჯამში 4 897 608 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო 217 709 078 გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ლიდერები არიან: ამერიკის შეერთებული შტატები (45 639 012), ინდოეთი (34 037 592) და ბრაზილია (21 612 237).

კორონავირუსი 221 ქვეყანაში და ტერიტორიაზე დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system