თავში

მსოფლიოში COVID-19-ით 300 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

მსოფლიოში COVID-19-ით 300 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა
მსოფლიოში COVID-19-ით 300 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

7 იანვრის დილის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 300 871 578  შემთხვევა დაფიქსირდა. Report.ge-ს ცნობით, ასეთია Worldometers–ის მონაცემები.

დღეს უკვე 169 370 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას ჯამში 5 490 282 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო 257 605 111 გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ლიდერები არიან: ამერიკის შეერთებული შტატები (59,564,116), ინდოეთი (35,226,386) და ბრაზილია (22,395,322). ხუთეულშია ასევე ბრიტანეთი (14,015,065) და საფრანგეთი (11,183,238). მე-6 ადგილზეა რუსეთი (10,601,300).

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

კორონავირუსი 221 ქვეყანაში და ტერიტორიაზე დაფიქსირდა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system