თავში

მსოფლიოში COVID-19-ით დაღუპულთა რიცხვმა 5,2 მილიონს მიაღწია

​მსოფლიოში COVID-19-ით დაღუპულთა რიცხვმა 5,2 მილიონს მიაღწია
მსოფლიოში COVID-19-ით დაღუპულთა რიცხვმა 5,2 მილიონს მიაღწია

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 261 505 807-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემები მოწმობს.

მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე COVID-19-ით ინფიცირების შედეგად 5 199 873 ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყნებში, სადაც 20 მილიონზე მეტი შემთხვევაა, კვლავაც შედიან ამერიკის შეერთებული შტატები, ინდოეთი და ბრაზილია.

ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობით ლიდერობას შეერთებული შტატები ინარჩუნებს, სადაც 48 229 210 ინფიცირებულია გამოვლენილი. დაღუპულთა რაოდენობამ 776 639 შეადგინა.

შემდეგი მოდის ინდოეთი, სადაც 34 580 832 დაინფიცირდა და 468 790 გარდაიცვალა.

მესამე ადგილზეა ბრაზილია, სადაც პანდემიის დროს 22 080 906 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 614 278 ადამიანი გარდაიცვალა.

კორონავირუსი 221 ქვეყანაში და ტერიტორიაზე დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system