თავში

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 250 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 250 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 250 მილიონს გადააჭარბა

8 ნოემბრის დილის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 250 613 449 შემთხვევა დაფიქსირდა. ასეთია Worldometers–ის მონაცემები.

ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ის 343 131 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას ჯამში 5 064 644 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო 226 869 271 გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ლიდერები არიან: ამერიკის შეერთებული შტატები (47 336 577), ინდოეთი (34 366 614) და ბრაზილია (21 880 439).

კორონავირუსი 221 ქვეყანაში და ტერიტორიაზე დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system