თავში

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 290 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 290 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 290 მილიონს გადააჭარბა

3 იანვრის დილის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 290 657 292 შემთხვევა დაფიქსირდა. Report.ge-ს ცნობით, ასეთია Worldometers–ის მონაცემები.

ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ის 828 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღეს უკვე 62 578 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას ჯამში 5 460 908 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო 254 609 744 გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ლიდერები არიან: ამერიკის შეერთებული შტატები (56,142,175), ინდოეთი (34 922 882) და ბრაზილია (22 293 228). ხუთეულშია ასევე ბრიტანეთი (13 235 401) და რუსეთი (10 537 966). მე-6 ადგილზეა საფრანგეთი (10 250 358).

კორონავირუსი 221 ქვეყანაში და ტერიტორიაზე დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system