თავში

ნავალნი სასჯელაღსრულების კოლონიაში გადაიყვანეს

ნავალნი სასჯელაღსრულების კოლონიაში გადაიყვანეს
ნავალნი სასჯელაღსრულების კოლონიაში გადაიყვანეს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების კოლონიაში გადაიყვანეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters უწყება.

მოსკოვის საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიის (POC) აღმასრულებელმა მდივანმა ალექსეი მელნიკოვმა განაცხადა, რომ დაკავებული პოლიტიკოსი უკვე კოლონიაში, კერძოდ კარანტინში იმყოფება.

მოსკოვის სააპელაციო სასამართლომ რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობით შეცვლა კანონიერად ცნო.

ნავალნი ციხეში 2 წელს, 6 თვესა და 2 კვირას გაატარებს. იგი 2023 წლის ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში გათავისუფლდება.

2014 წლის ბოლოს რუსეთის სასამართლომ ძმები ალექსეი და ოლეგ ნავალნები "ივ როშეს საქმეზე“ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო. ოლეგ ნავალნის 3,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ალექსეი ნავალნის კი - პირობითი სასჯელი. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს მიმართა, რადგან, უწყების განცხადებით გერმანიის კლინიკიდან გამოწერის შემდეგ ნავალნიმ რუსეთის ინსპექციაში არ გამოცხადდა.

რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 17 იანვარს, ღამით "შერემეტიევოს" აეროპორტში, საპასპორტო კონტროლზე, პირობითი სასჯელის დარღვევის მიზეზით დააკავეს.

დასავლეთი ნავალნის დაკავებას გმობს და მის გათავისუფლებას ითხოვს.

მიმდინარე წლის აგვისტოში, მოსკოვში მიმავალი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში ცუდად გახდა და ავიალაინერის სასწრაფოდ დაშვება გახდა საჭირო. ნავალნი ომსკის საავადმყოფოში ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს, საიდანაც სამკურნალოდ ბერლინის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გერმანიაში ჩატარებულმა სამედიცინო კვლევამ დაადგინა, რომ რუსი ოპოზიციონერი ნერვული აგენტით, "ნოვიჩოკით" იყო მოწამლული და ფაქტი კრემლის მხრიდან ოპოზიციონერის მკვლელობის მცდელობად შეფასდა. რუსეთის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ იციდენტთან კავშირი არა აქვს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system