თავში

"ომიკრონით" ინფიცირებულთა რიცხვი სამ დღეში ერთხელ ორმაგდება

​"ომიკრონით" ინფიცირებულთა რიცხვი სამ დღეში ერთხელ ორმაგდება
ომიკრონით ინფიცირებულთა რიცხვი სამ დღეში ერთხელ ორმაგდება

კორონავირუსის ახალი შტამით, "ომიკრონით" ინფიცირებულთა რიცხვი ყოველ 2-3 დღეში ორმაგდება. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ნაბარომ განაცხადა.

ნაბარომ ამ კუთხით კორონავირუსით სიკვდილიანობის ზრდა არ გამორიცხა და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში "პრობლემა სერიოზული გახდება“.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში თვლიან, რომ კორონავირუსის სხვა ვარიანტებთან შედარებით, "ომიკრონის" შტამის გავრცელების უფრო მაღალი მაჩვენებელი ჰოსპიტალიზაციის რაოდენობის ზრდასა და სამედიცინო მუშაკებისა და ჯანდაცვის სისტემების გადატვირთვას გამოიწვევს.

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ის 32 მუტაციას შეიცავს.

კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 თავდაპირველად აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში. სხვა სახელმწიფოებმა აფრიკის ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა უკვე დაიწყეს, მეცნიერები კი განგაშს ტეხენ.

კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი" უკვე 77 ქვეყანაში დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system