თავში

COVID-19-ის შემთხვევების რიცხვი მსოფლიოში 186 მილიონს უახლოვდება

COVID-19-ის შემთხვევების რიცხვი მსოფლიოში 186 მილიონს უახლოვდება
COVID-19-ის შემთხვევების რიცხვი მსოფლიოში 186 მილიონს უახლოვდება

მსოფლიოში, 8 ივლისის დილის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 185,8 მილიონზე მეტი შემთხვევაა,  საიდანაც 4 მილიონზე მეტი გარდაიცვალა. ასეთია Worldometer-ის მონაცემები.

ამ მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში COVID-19-ის 185 851 275 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 4 017 807 ფატალურად დასრულდა, 170 091 707 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მსოფლიო სტატისტიკაში COVID-19-ის შემთხვევებით ლიდერობს აშშ (34 643 902), ინდოეთი (30 708 570), ბრაზილია (18 909 037), საფრანგეთი (5 794 665), რუსეთი (5 682 634).

კორონავირუსი 220 ქვეყანაში და ტერიტორიაზეა დაფიქსირებული.

ამასთან, COVID-19-ის B.1.617.2 შტამი, რომელიც თავდაპირველად ინდოეთში გამოვლინდა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი კლასიფიკაციით "დელტა" ეწოდა, სულ მცირე, 104 ქვეყანაში და ტერიტორიაზეა დაფიქსირებული.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system