თავში

უკრაინის ავიახაზების მსხვერპლნი $90 მილიონის ოდენობის კომპენსაციას მიიღებენ

​უკრაინის ავიახაზების მსხვერპლნი $90 მილიონის ოდენობის კომპენს
უკრაინის ავიახაზების მსხვერპლნი $90 მილიონის ოდენობის კომპენსაციას მიიღებენ
© FLIGHTPS752.COM

ონტარიოს უზენაესმა სასამართლომ კანადაში დაადგინა, რომ თეირანში 2 წლის წინ უკრაინის ავიახაზების ჩამოგდების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახები 107 მილიონი კანადური დოლარის ოდენობის კომპენსაციასა და პროცენტებს მიიღებენ. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ უკრაინული მედია სასამართლოს განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

კერძოდ, 6 გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა, რომლებმაც სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, 100 მილიონი კანადური დოლარი,მ ასევე მორალური ტანჯვისთვის 7 მილიონი ოდენობის კომპენსაცია უნდა გაიყონ.

ეს გადაწყვეტილება ეფუძნება მაისის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად PS752-ის ჩამოგდება მიზანმიმართულ ტერორისტული აქტად შეფასდა.

შეგახსენებთ, თეირანში 2020 წლის 8 იანვარს მომხდარ ავიაკატასტროფას 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ირანის 82 მოქალაქე იყო.

ირანმა აღიარა უკრაინული თვითმფრინავის "ბოინგ 737-ის" შემთხვევით ჩამოგდება, რომელზეც 176 ადამიანი იმყოფებოდა და ვერც ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ჰასან როჰანიმ ამ ფაქტს კატასტროფული შეცდომა უწოდა და ღრმა მწუხარება გამოთქვა. აღნიშნულ ფაქტს ირანში საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system