თავში

UNICEF ინდოეთს სამედიცინო აღჭურვილობას გაუგზავნის

​UNICEF ინდოეთს სამედიცინო აღჭურვილობას გაუგზავნის
UNICEF ინდოეთს სამედიცინო აღჭურვილობას გაუგზავნის

გაერო-ს ბავშვთა ფონდი UNICEF ინდოეთში კორონავირუსთან ბრძოლის მიზნითჰუმანიტარულ დახმარებას გაგზავნის, ინფორმაციას ამის შესახებ Hindustan Times ავრცელებს.

კერძოგ, UNICEF ქვეყანას ჟანგბადის სამი ათასი კონცენტრატორით, დიაგნოსტიკური ტესტებითა და სხვა აღჭურვილობით დაეხმარება.

გარდა ამისა, ფონდის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ინდოეთის მთავრობას ეროვნული ვაქცინაციის პროცესში დაეხმარებიან, რათა მოსახლეობის ყველა ჯგუფის სამართლიანად იყოს დაფარული.

გაეროს ბავშვთა ფონდმა ასევე შეიძინა სპეციალური სამაცივრე მოწყობილობა, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების სწორად შენახვისთვის არის განკუთვნილი.

ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი გამოვლინდა. ქვეყანაში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 401 993 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინდოეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მე-8 დღეა 300 ათასს აღემატება, რის გამოც ადგილობრივი ექიმები დახმარებას არმიას სთხოვენ დახმარებას არმიას სთხოვენ.

ამასთან, ინდოეთის სამედიცინო სისტემა მთლიანად გადატვირთულია და საავადმყოფოებში ადგილები აღარ არის. ამიტომ, პანდემიასთან საბრძოლველად, ინდოელმა ექიმებმა უკვე სთხოვეს დახმარება სამხედროებს.

 ექსპერტები უახლოეს მომავალში ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვან გაუარესებას ელიან.

შეგახსენებთ, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ განაცხადა, რომ ქვეყანა "კორონავირუსის ქარიშხალმა მოიცვა".

ინდოეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო შეშფოთება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმაც გამოხატა.

ინდოეთის ქუჩებში, კრემატორიუმებში ადგილების სიმცირის გამო, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანთა ცხედრებს ქუჩაში წვავენ.

ინფექციის სწრაფი გავრცელების მიზეზი კორონავირუსის ახალი, უფრო გადამდები და საშიში ვარიანტია, რომელიც ინდოეთის ტერიტორიაზე შეიქმნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system