თავში

ვუჰანში კიდევ ერთი კლინიკის მთავარი ექიმი კორონავირუსით დაინფიცირდა

​ვუჰანში კიდევ ერთი კლინიკის მთავარი ექიმი კორონავირუსით დაინფიცირდა
ვუჰანში კიდევ ერთი კლინიკის მთავარი ექიმი კორონავირუსით დაინფიცირდა

ვუჰანში მე-8 საავადმყოფოს მთავარი ექიმი COVID-19-ით დაინფიცირდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. მათი ცნობით, ქალი ამჟამად მკურნალობის კურსს გადის.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვან პინის მდგომარეობა კრიტიკულია და მას სისხლის პლაზმა ესაჭიროებოდა.

მოგვიანებით საავადმყოფომ დაადასტურა, რომ მთავარი ექიმი ინფიცირებულია, თუმცა პლაზმა მას სასწრაფოდ არ ესაჭიროება.

ეს ვუჰანში მთავარი ექიმის დაავადების უკვე მეორე შემთხვევაა.

18 თებერვალს ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ ვუჰანის საავადმყოფოს მთავარი ექიმი კორონავირუსს ემსხვერპლა

ჩინეთის 31 პროვინციის მონაცემებზე დაყრდნობით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსი გამოუვლინდა 74 185 პაციენტს, მათგან 11977 მძიმე მდგომარეობაშია. გარდაიცვალა 2004 ადამიანი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაწერეს 14300 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system