თავში

,,5 კაცი ვიქნებით შენიანად" - ვრცელდება გალდავასა და თავდამსხმელის საუბრის ჩანაწერი

,,5 კაცი ვიქნებით შენიანად" - ვრცელდება გალდავასა და თავდამსხმელის საუბრის ჩანაწერი
,,5 კაცი ვიქნებით შენიანად - ვრცელდება გალდავასა და თავდამსხმელის საუბრის ჩანაწერი

ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ ავთანდილ გალდავასა და თავდამსხმელის საუბრის აუდიოჩანაწერს აქვეყნებს.

დიალოგი მას შემდეგაა ჩაწერილი, რაც თავდამსხმელს ავთანდილ გალდავამ მოთხოვნილი თანხა მიუტანა.

თავდამსხმელი: არავინ არ დაშავდება და თუ დაშავდება ვინმე, იქნება თქვენი ბრალი.

ავთანდილ გალდავა: გავიგეთ, მაგრამ რა იქნება ჩვენი ბრალი, ჩვენი მხრიდან არანაირი ზედმეტი მოქმედება არ იქნება. რამდენი კაცი მიგყავს.

თავდამსხმელი: 5 კაცი ვიქნებით შენიანად.

ავთანდილ გალდავა: 4 წავიდეთ.

თავდამსხმელი: არა.

ავთანდილ გალდავა: გთხოვ. 5 კაცი, აი, რაღაში გინდა. გამაგებინე ადამიანო.

თავდამსხმელი: რა მეტნი ვიქნებით, მით უკეთესი.

ავთანდილ გალდავა: გავიგე ძმაო, მაგრამ ის სამი კაცი ცოტანი ვართ, დედას გაფიცებ? გეხვეწები, კაცურად გთხოვ. კაცი ხომ ხარ…გთხოვ.

თავდამსხმელი: მე ვსაუბრობ.

ავთანდილ გალდავა: ფიზიკურად ხომ ვერ წაიყვან, ამათ ისედაც. გეხვეწები წაიყვანე, წაგვიყვანე. სამი კაცი წავიდეთ.

თავდამსხმელი: დამშვიდდი, დამშვიდდი მეთქი.

ავთანდილ გალდავა: კაი, მშვიდად ვარ. მართლა მეგობრულად გთხოვ.

თავდამსხმელი: გასაგებია, მაგრამ დამშვიდდი. არ მინდა შენი აზრები, შენთვის შეინახე.

ავთანდილ გალდავა: აზრებს არ გაწვდი, გთხოვ.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ თანხა, რომელიც თავდამსხმელს გადასცეს,,,საქართველოს ბანკს" ეკუთვნოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system