თავში

ბანკზე თავდასხმის საქმეზე ზუგდიდის პოლიციაში განცხადება გაკეთდება

ბანკზე თავდასხმის საქმეზე ზუგდიდის პოლიციაში განცხადება გაკეთდება
ბანკზე თავდასხმის საქმეზე ზუგდიდის პოლიციაში განცხადება გაკეთდება

"საქართველოს ბანკზე" თავდასხმის საქმეზე ზუგდიდის სამხარეო პოლიციის სამმართველოში განცხადება გაკეთდება. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრიფინგი 20:00 საათზე ჩაინიშნა. განცხადებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე გააკეთებს.

უწყებაში დამატებით დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ და ამ დროისთვის უცნობია, დაკავებულია თუ არა ბანკზე თავდამსხმელი.

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system