თავში

"კისერს მოგჭრი და ფანჯრიდან გადავაგდებ, შენს გვამს არხში ნახავენო" - რა წერია ანასტასია შატალოვას ჩვენებაში

"კისერს მოგჭრი და ფანჯრიდან გადავაგდებ, შენს გვამს არხში ნახავენო" - რა წერია ანასტასია შატალოვას ჩვენებაში
კისერს მოგჭრი და ფანჯრიდან გადავაგდებ, შენს გვამს არხში ნახავენო - რა წერია ანასტასია შატალოვას ჩვენებაში

თბილისში მოკლულ ანასტასია შატალოვას ადვოკატი საქმის ახალ დეტალებზე საუბრობს. პაატა შავაძემ ჟურნალისტებს შატალოვას მიერ ივნისში მიცემული ჩვენების ასლი მიაწოდა, სადაც ის ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის მხრიდან ლიკვიდაციის მუქარაზე საუბრობს.

შატალოვა პოლიციელებს უყვებოდა, რომ ზურაბ ბერიძე მას ე.წ ქილერის დაქირავებით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

"დამემუქრა, ავტოსკოლისთვის ფულს არ მოგცემ, მაგ ფულით ქილერს დავიქირავებ და მოვაკვლევინებ შენ თავსო... ზურაბ ბერიძე ოთახში შემომყვა, დამიწყო დედის გინება და ლანძღვა, "შე მეძავო და ნარკომანოო!" დამემუქრა, მოგკლავ, კისერს მოგჭრი და ფანჯრიდან გადავაგდებო. შენს გვამს არხში ნაახვენო", - წერია შატალოვას მიერ პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში.

ჩვენების მიხედვით, ზურაბ ბერიძე ლიკვიდაციით 2021 წლის 4 ივნისს დაემუქრა.

ადვოკატ პაატა შავაძის ინფორმაციით ამ ეტაპზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ შატალოვას მცირეწლოვან შვილზე მეურვეობის განკარგვის საკითხზე. შავაძე მოუწოდებს შესაბამის სამსახურებს რომ ბავშვი მამას მეურვეობაში არ გადასცენ ვიდრე მომხდარზე გამოძიება არ დასრულდება.

პაატა შავაძე ასევე მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დაინტერესდნენ ანასტასია შატალოვას მიერ მიცემული ამ კონკრეტული ჩვენებით.

ანასტასია შატალოვა თბილისში სამი დღის წინ მოკლეს. მას ოთხი ტყვია აქვს მოხვედრილი. თვითმხილველების ინფორმაციით, მკვლელობის მომენტში ქალი გარბოდა და შველას ითხოვდა. სასტიკი დანაშაულის საქმეზე 3 პირია დაკავებული

თბილისში, კამანის ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდა ქალი ანასტასია შატალოვა, ბათუმის ყოფილ ვიცე მერს, ზურაბ ბერიძეს შვილის წართმევაში ადანაშაულებდა. ანასტასია შატალოვა აცხადებდა, რომ ბერიძემ ბავშვი მოტყუებით წაიყვანა და დედას აღარ აჩვენებდა.

როგორც შატალოვა სხვადასხვა სატელევიზიო შოუებსა და ინტერნეტგამოცემებთან ჰყვებოდა, ბერიძე მას ცოლად მოყვანას შეჰპირდა, თუმცა, ბავშვის გაჩენის შემდეგ ექს-მაღალჩინოსანი პირველ მეუღლეს დაუბრუნდა, მას კი ახალშობილი წაართვა.

თუმცა მოგვიანებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც სასამართლომ შვილი დედას დაუბრუნა, ზურაბ ბერიძესა და შატალოვას შორის ურთიერთობა დალაგდა და ბერიძე შვილის სანახავად 25 წლის ქალთან ხშირად დადიოდა.

მკვლელობის დღეს ბათუმის ყოფილი ვიცე მერის, ზურაბ ბერიძის ბინაში სამართალდამცველები იმყოფებოდნენ და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. ჩხრეკის პროცესს ადვოკატთან ერთად ესწრებოდა თავად ბერიძე. საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მომხდართან კავშირი არ აქვს და თავადაც შეძრულია ტრაგედიით.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system