თავში

"საქართველოს ბანკზე" თავდასხმის საქმე ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს

"საქართველოს ბანკზე" თავდასხმის საქმე ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმის საქმეს ტერორიზმის მუხლითაც იძიებს. აღნიშნულის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ზუგდიდში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისათვის ბრალდებულის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით აქტიური სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს. 

"საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს. ბრალდებულის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით აქტიური საპოლიციო სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს", - განაცხადა ბორცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system