თავში

აზერბაიჯანიდან საქართველოს 3950 ვიზიტორი ესტუმრა

აზერბაიჯანიდან საქართველოს 3950 ვიზიტორი ესტუმრა
აზერბაიჯანიდან საქართველოს 3950 ვიზიტორი ესტუმრა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, მეზობელი აზერბაიჯანიდან საქართველოს 2021 წლის თებერვალში 3950 ადამიანი ეწვია. ამ ქვეყნიდან შემოსული სტუმრების ოდენობა წლიურ ჭრილში 95.8%-ითაა შემცირებული, ხოლო 2019 წლის თებერვალთან შედარებით, 93.3%-ს უტოლდება. მიმდინარე წლის იანვარში ამ ქვეყნიდან საქართველოში შემოვიდა 3 138 ადამიანი. კლება, 2020 წლის მონაცემთან შედარებით, 97.5%-ია, ხოლო 2019 წლის იანვართან შედარებით 96.6%-იათაა. 

მიმდინარე წლის თებერვალში ყველაზე მეტი ვიზიტორი მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოს თურქეთიდან ეწვია. 

TOP-15 ქვეყანა ვიზიტორების მიხედვით და მისი პროცენტული ზრდა-კლების მიხედვით, ასე გამოიყურება:

  • თურქეთი 15 983 (-75%)
  • სომეთი 5 785 (-89.9%)
  • საქართველო (არარეზიდენტი) - 5760 (- 84.4% )
  • აზერბაიჯანი 3 950 (-95.8%)
  • რუსეთი 2 950 (-94.4%)
  • უზბეკეთი 1256 (+13.8%)
  • უკრაინა 1074 (-90.7%)
  • ყაზახეთი 443 (-83.6%)
  • ბელარუსი 408 (-86.2%
  • ირანი 347 (-95%)
  • ტაჯიკეთი 343 (-42.8%)
  • ბულგარეთი 602 (-66.1%)
  • ყირგიზეთი 572 (-68.5%)
  • გერმანია 166 (-93.8%)
  • საფრანგეთი 160 (-88.6%)

უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის მკვეთრი შემცირების მიზეზად კორონავირუსის პანდემიის გამო საზღვრების ჩაკეტვა სახელდება. აზერბაიჯანელი სტუმრების ზრდას ელიან 19 მარტიდან, როცა Buta Airways–ი კვირაში 3 – ჯერ შეასრულებს ფრენებს ბაქო-თბილისის მიმართულებით და საპირისპიროდ. ფრენები ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით შესრულდება 21 მარტიდანაც. მიმდინარე წლის 30 ოქტომბრამდე ავიაკომპანია AZAL განახორციელებს ფრენებს კვირაში 4-ჯერ - სამშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას. აზერბაიჯანი იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით.

ცნობისთვის, საქართველო და აზერბაიჯანი 2020 წელს ერთობლივ ტურისტულ სვლას გეგმავდნენ, ორ ქვეყანას ერთობლივი ტურისტული პაკეტები უნდა შეექმნა მესამე ქვეყნის წარმომადგენლებისათვის, თუმცა კორონავირუსმა საქართველო-აზერბაიჯანის ტურიზმში დაგეგმილი თანამშრომლობა გაუკვეველი ვადით გადადო.

საქართველოს თებერვალში ჯამში 42 ათასი საერთაშორისო მოგზაური ეწვია. მათი უმეტესობა 40 516 საერთაშორისო ვიზიტორი იყო.

ფრენების სიხშირე ზაფხულში მნიშვნელოვნად გაიზრდება. მარტის მეორე ნახევარში ისრაელიდან შესრულდება სამი ფრენა, რომლითაც საქართველოში ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი ჩამოვა.

რეგურალურ ფრენებზე შეზღუდვები 1-ელი თებერვლიდან გაუქმდა და საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი ამოქმედდა. საჰაერო საზღვარი ქვეყანას დაახლოებით 10 თვე ჰქონდა დახურული. სახმელეთო საზღვარი საქართველომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 16 მარტიდან ჩაკეტა და ამ დრომდე დახურული აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system