თავში

აზერბაიჯანმა საქართველოდან 44 ტონა თხილი იყიდა

აზერბაიჯანმა საქართველოდან 44 ტონა თხილი იყიდა
აზერბაიჯანმა საქართველოდან 44 ტონა თხილი იყიდა

აზერბაიჯანმა საქართველოდან 44 ტონა თხილი იყიდა, ამის შესახებ report.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. 

უწყების ინფორმაციით, 2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 9 თებერვლამდე საქართველომ ექსპორტზე 15.6 ათასი ტონა თხილი გაყიდა, საიდანაც 81.2 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. თხილის ექსპორტის მოცულობა 5.2 ათასი ტონით (50%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 27.7 მლნ აშშ დოლარით (52%) აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება: კერძოდ, გერმანიაში (4 253 ტონა), იტალიაში (3 823 ტონა), ჩეხეთში (738 ტონა), ესპანეთში (445 ტონა), ლიეტუვაში (442 ტონა), საფრანგეთში (381 ტონა), პოლონეთში (376 ტონა), ბულგარეთში (345 ტონა), ლატვიაში (128 ტონა), საბერძნეთში (97 ტონა), ესტონეთში (88 ტონა), სლოვაკეთში (86 ტონა), ლუქსემბურგი (84 ტონა), ბელგია (44 ტონა) და ავსტრიასა (22 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა სომხეთი (885 ტონა), რუსეთი (756 ტონა), თურქეთი (530), ბელარუსი (466 ტონა), უკრაინა (300 ტონა), ბრაზილია (186 ტონა), ალჟირი (185 ტონა), საუდის არაბეთი (180 ტონა),კანადა (146 ტონა), შვეიცარია (111 ტონა), მექსიკა (67 ტონა), უზბეკეთი (58 ტონა), სირია (50 ტონა), არაბთა გაერთიანებული საამიროები (44 ტონა), აზერბაიჯანი (44 ტონა), იორდანია (38 ტონა), დიდი ბრიტანეთი (35 ტონა), ისრაელი (32 ტონა), ერაყი (24 ტონა), აშშ (19 ტონა) და სხვა.

გასულ წელს საქართველოში აზერბაიჯანიდან თხილის იმპორტი შემცირდა. საქსტატის ცნობით, 2020 წელს საქართველომ აზერბაიჯანიდან 343,12 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 553 ტონა კაკალი შემოიტანა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ თხილის აზერბაიჯანული იმპორტი საქართველოში წლიურ ჭრილში შემცირებულია 300,04 ტონით ანუ 6,4-ჯერ.

ცნობისთვის, 2023-2024 წლებში საქართველო თხილის მოსავლის გაორმაგებას გეგმავს.

შეგახსენებთ, 2016 წლიდან, აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების შედეგად, თხილის წარმოება (შესაბამისად ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია.

ადგილობრივი ნაწარმის ექსპორტი 2020 წლის 9 თვეში ყველაზე მეტად თხილის რეალიზაცია გაიზარდა. წელს საქართველომ თხილის უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს შორის მესამე ადგილი დაიბრუნა და გაუსწორდა აზერბაიჯანს.

ქართული თხილის პოტენციალით დაინტერესდა ამერიკის ელჩი კელი დეგნანი.

რა განსაზღვრავს, თხილის ფასს, როგორ მოახერხა საქართველომ თხილის ექსპორტის ზრდა და ზოგადად, თხილის ადგილობრივი წარმოების შესახებ ყველაფერს, გაეცანით report.ge-ზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system