თავში

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით თურქეთსა და ყაზახეთს შორის საკონტეინერო გადაზიდვები გაიზარდა

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით თურქეთსა და ყაზახეთს შორის
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით თურქეთსა და ყაზახეთს შორის საკონტეინერო გადაზიდვები გაიზარდა

"ტრანსპორტის სექტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს თურქეთსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდის საქმეში. კერძოდ, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გახსნით, კასპიის ზღვის გავლით ყაზახეთის მიმართულებით კონტეინერების მოძრაობა მკვეთრად გაიზარდა," - ამის შესახებ ყაზახეთის ელჩმა თურქეთში აბზალ საფარბექულიმ განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია ორი ქვეყნის რკინიგზის დეპარტამენტების, TIR კომპანიებისა და ორგანიზაციების ძალისხმევის კოორდინაცია BTK– ის ფუნქციონირების გაზრდის მიზნით. საფარბექულის განმარტებით, ყაზახეთში არის საქონელი, რომლის ექსპორტიც მსოფლიოს ყველა კუთხეში შესაძლებელია თურქეთის გავლით. ყაზახი დიპლომატის მტკიცებით, ყველაზე სწრაფად და მომგებიანად ექსპორტი  BTK– ითაა შესაძლებელი.

"კორონავირუსული პანდემიის გამო, საგარეო ვაჭრობის მოცულობამ თურქეთსა და ყაზახეთს შორის ყოველწლიურად 8% -ით იკლო. მიუხედავად ამისა, ყაზახეთის საგარეო ვაჭრობაში თურქეთის წილი გაიზარდა 1 პოზიციით  და ამ ქვეყანამ მე -6 საფეხურზე გადაინაცვლა", - განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობის 3 მილიარდი დოლარამდე გაიზრდება, მაგრამ პოტენციალი ბევრად მეტია.

”ორი ქვეყნის პრეზიდენტების გაცხადებული მიზანი საშუალოვადიან პერსპექტივაში თურქეთსა და ყაზახეთს შორის ვაჭრობის 5 მილიარდი დოლარამდე ზრდა, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში - 10 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზრდაა, " - ამბობს საფარბექული.

შეგახსენებთ, თურქეთ-რუსეთის ტვირთბრუნვა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზზე გადმომისამართდება. თურქეთიდან რუსეთში პირველი საკონტეინერო მატარებლის გაგზავნა ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო მაგისტრალზე, რომელმაც მარშრუტი 9 თებერვალს დაასრულა, მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა სარკინიგზო ვაჭრობის გაფართოებისთვის. რუსეთი მზადაა გადადგას ნაბიჯები ტვირთის რეგულარული გადაზიდვისთვის BTK სარკინიგზო მარშრუტით. რუსულ გადამზიდავებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსეთიდან ხის, ქაღალდის პროდუქტებისა და მარცვლეულის კონტეინერებით გადასაზიდად სწორედ BTK-ის  სარკინიგზო დერეფნის გავლით.  ამ ერეფნით დაინტერესებულნი არიან რუსული მეტალურგიული კომპანიები. გასულ წელს მაგნიტოგორსკის მეტალურგიული ქარხნის მიერ BTK– ით 45 ათას ტონაზე მეტი ლითონი გადაიზიდა. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზზე, თურქული სამომხმარებლო საქონლის ტრანსპორტირებასთან ერთად, რუსეთში ხილისა და ბოსტნეულის ტრანპორტირებაცაა შესაძლებელი მაცივარ-კონტეინერებით.

შეგახსენებთ, 2020 წლის ბოლოს თურქეთმა ჩინეთში ექსპორტი რკინიგზით დაიწყო. აქამდე ქვეყანა ამისთვის საზღვაო გზას ირჩევდა. თურქეთის ვაჭრობის მინისტრი რკინიგზით ექსპორტის შედეგით კმაყოფილია.

"ტრანსპორტირების დრო შემცირდა 13 დღემდე რკინიგზის გამო, ხოლო ტვირთის მიწოდება საზღვაო გზით ხდებოდა 35-40 დღეში," - განაცხადა რუხსარ პეკჟანმა.

მინისტრის თქმითვე, თურქეთი აქტიურად მონაწილეობს რეგიონულ პროექტებში. ქვეყანა 5,582 რეგიონალურ პროექტშია ჩართული, რომელთა ღირებულება $ 201,9 მილიარდია.

შეგახსენებთ, 2020 წლის დეკემბერში თურქეთმა ჩინეთში სარკინიგზო მაგისტრალით BSH-მაცივრებით დატვირთული რამდენიმე საექსპორტო მატარებელი გაგზავნა.

სატვირთო მატარებელი სტამბოლიდან ჩინეთში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით მივიდა.

მატარებელმა გადალახა 2 კონტინენტი, 2 ზღვა, გაიარა 5 ქვეყანა. ჯამში მას 8 ათას 693 კილომეტრის გავლა მოუწია.

თურქეთიდან მატარებელი საქართველოში შემოდის და აქედან აზერბაიჯანის სარკინიგზო სისტემაში გადადის. თურქულ-ჩინურმა საექსპორტო მატარებელს საქართველოში, დაახლოებით, 21-საათიანი დაყოვნება უწევს.

ცნობისთვის, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ჩინეთისკენ საექსპორტო მატარებელმა გაიარა.

საქართველოში ამტკიცებენ, რომ ამ მაგისტრალზე ჩინური იმპორტის გადაზიდვა ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის და ეკონომიკური ეფექტის ზრდას.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ჩინეთიდან/კენ გადაზიდვები 371.9%-ით გაიზარდა.

"ბაქო-თბილისი-ყარსის" რკინიგზით ექსპორტი აზერბაიჯანმაც დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system