თავში

ფინანსთა მინისტრი გადასახადის გადამხდელებს სწრაფ თანამშრომლობას სთხოვს

ფინანსთა მინისტრი გადასახადის გადამხდელებს სწრაფ თანამშრომლობას სთხოვს
ფინანსთა მინისტრი გადასახადის გადამხდელებს სწრაფ თანამშრომლობას სთხოვს

ფინანსთა მინისტრი მოვუწოდებს კომპანიებს, რომლებსაც ეზღუდებათ საქმიანობა, დასაქმებულების შესახებ მაქსიმალურად სწრაფად მიაწოდონ ფინანსთა სამინისტროს ზუსტი ინფორმაცია.

ივანე მაჭავარიანის განცხადებით, იმ სფეროებში, სადაც შეიზღუდა საქმიანობა მთავრობა დასაქმებულებს 300-ლარიან კომპენსაციას გადაუხდის.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ამ თანხის გაცემა მოხდეს წლის ბოლომდე. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იურიდიულმა პირებმა, გადასახადის გადამხდელმა პირებმა დროულად მოგვაწოდონ სწორი ინფორმაცია დასაქმებულების შესახებ – იქნება ეს ღია თუ დახურული ტიპის ბაზრობებზე, სხავადასხვა სავაჭრო ცენტრში, მაღაზიებსა თუ რესტორანში დასაქმებული ადამიანები. შემოსავლების სამსახურის ბაზებით ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით გადამხდელებს, რომ რაც შეიძლება მარტივად მოხდეს ამ ინფორმაციის შეგროვება და შესაბამისად, დროულად დაიწყოს ამ თანხების გადახდა, ამიტომ კიდევ ერთხელ, მოვუწოდებ ყველას – მაქსიმალურად სწრაფად და ზუსტად მოგვაწოდონ ეს ინფორმაცია. დეტალები იქნება გაწერილი შემოსავლების სამსახურის მიერ და უახლოეს დღეებში მოგახსენებთ მის ტექნიკურ ნაწილს“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

უახლოესი 2 თვის განმავლობაში მთავრობა გასცემს მკაცრ რეკომენდაციას, რომლის მიხედვით ბიზნესი დისტანციურ მუშაობაზე გადადის. საჯარო მოხელეების 80% დისტანციურ მუშაობაზე იქნება გადასული.

შეგახსენებთ, დღეს მთავრობამ ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის დახმარებების ახალი პაკეტი წარადგინა.საუბარია ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ფაზაზე, რომლის მთლიანი პორტფელი სახელმწიფოს 1,1 მილიარდი ლარი უჯდება. დახმარებების გასაცემად მთავრობა ვალს არ აიღებს და ის უკვე მოზიდული თანხებით დაფინანსდება.

სარესტორნო ბიზნესს სესხების პროცენტს მთავრობა გადაუხდის.

თვითდასაქმებულებს სახელმწიფო სესხის გადავადებაში დაეხმარება.

კომპანიების საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება 6 თვით გაგრძელდება.

ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდა.

რაც შეეხება, მოქალაქეთა დახმარების პაკეტს, 200-ლარიანი დახმარების პროგრამა გაგრძელდება.

სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე, მათ, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა, სახელმწიფო ექვსი თვის განმავლობაში 100 ლარით დაეხმარება.

4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები დაიფარება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system