თავში

ფქვილის სუბსიდირებაზე 1.3 მილიონი ლარია დახარჯული

ფქვილის სუბსიდირებაზე 1.3 მილიონი ლარია დახარჯული
ფქვილის სუბსიდირებაზე 1.3 მილიონი ლარია დახარჯული

 „ხორბლის ფქვილის სუბსიდირების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მეორე ეტაპის განაცხადების მიღება დღეს იწყება.

ამ დროისთვის პირველი ხარისხის ფქვილის სუბსიდირებაზე 1.3 მილიონი ლარია დახარჯული.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეორნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „ხორბლის ფქვილის სუბსიდირების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის მოწვევის პირველი ეტაპის განაცხადების მიღება მიმდინარეობდა 2020 წლის 7 დეკემბრის 14:00 საათიდან 2020 წლის 9 დეკემბრის 14:00 საათამდე. 7 განაცხადმა სრულად დააკმაყოფილა პროგრამით დადგენილი პირობები. მოთხოვნილმა სუბსიდირებამ 19,200 ტონა ფქვილზე, შეადგინა 1,798,060.60 ლარი, მათ შორის ამ ეტაპზე 1,302,600.60 ლარია გახარჯული. 

გრძელდება პროგრამით დადგენილი პროცედურების განხორციელება. მეორე ეტაპის განაცხადების მიღება 27 იანვრის 14:00 საათიდან 29 იანვრის 14:00 საათამდე გაგრძელდება.

მთავრობამ 1 ტომარა ფქვილზე სუბსიდიის მოცულობა გაზარდა. კერძოდ, მთავრობის დადგენილებით, სუბსიდიის მოცულობა ერთ 50-კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდა. 

ცნობისთვის, სახელმწიფო პირველი ხარისხის ფქვილს ასუბსიდირებს, რისთვისაც საერთო ჯამში 10 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამა 1-ელ დეკემბერს დაიწყო და 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა დაიწყო 2020 წლის 1 დეკემბრიდან 2021 წლის მარტის თვის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში დასუბსიდირდება 1 თვის განმავლობაში არაუმეტეს 10,000 ტონა ფქვილი, ერთ ტომარაზე არაუმეტეს 10 ლარისა. გამოცხადდა ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა. შედეგად ექვსი კომპანიის მიერ 2020 წლის 20 მაისის მდგომარეობით განხორციელდა 40,000 ტონა სასურსათო ხორბლის იმპორტი. სუბსიდიის ოდენობამ შეადგინა 4 მლნ. ლარზე მეტი.

დღეისათვის საქართველოს 100 ათას ჰა-ზე დაახლოებით, 200 ათასი ტონა ხორბალი მოჰყავს, ქვეყნის მოხმარება კი, 700- 800 ათასი ტონაა. საქართველო თვეში 30 ათას ტონა ფქვილს მოიხმარს.

საქართველოს ხორბლისა და პურ-პროდუქტების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა დარწმუნებულია რომ ხორბლის წარმოების თვითკმარ მაჩვენებლამდე გაზრდა სრულიად შესაძლებელია. მისი თქმით, ამისთვის ხორბლის ადგილობრივი მოსავლიანობა, მინიმუმ, 400 ათას ტონამდე უნდა გაიზარდოს. ეს ქვეყნის მოხმარების ნახევარია. სილაგავა განმარტავს, რომ გაეროს რეკომენდაციით, ქვეყანას 2 თვის მოხმარების სასურსათო მარაგი უნდა ჰქონდეს და თუ ეს მარაგი ადგილობრივი წარმოების ხორბლით იქნება შევსებული, უსაფრთხოება მეტნაკლებად გარანტირებულია.

საქართველოში ხორბლის ორთვიანი მარაგია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system