თავში

როგორ გახდება ქართული ხორბალი თვითკმარი

როგორ გახდება ქართული ხორბალი თვითკმარი
როგორ გახდება ქართული ხორბალი თვითკმარი

დღეისათვის საქართველოს 100 ათას ჰა-ზე დაახლოებით, 200 ათასი ტონა ხორბალი მოჰყავს, ქვეყნის მოხმარება კი, 700- 800 ათასი ტონაა. საქართველო თვეში 30 ათას ტონა ფქვილს მოიხმარს.

საქართველოს ხორბლისა და პურ-პროდუქტების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა დარწმუნებულია რომ ხორბლის წარმოების თვითკმარ მაჩვენებლამდე გაზრდა სრულიად შესაძლებელია. მისი თქმით, ამისთვის ხორბლის ადგილობრივი მოსავლიანობა, მინიმუმ, 400 ათას ტონამდე უნდა გაიზარდოს. ეს ქვეყნის მოხმარების ნახევარია. სილაგავა განმარტავს, რომ გაეროს რეკომენდაციით, ქვეყანას 2 თვის მოხმარების სასურსათო მარაგი უნდა ჰქონდეს და თუ ეს მარაგი ადგილობრივი წარმოების ხორბლით იქნება შევსებული, უსაფრთხოება მეტნაკლებად გარანტირებულია. 

ცნობისთვის, საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, მოსავლიანობა არის 2-2.5 ტონა 1 ჰა-ზე, თუმცა,ზოგ რეგიონში მოსავლიანობა 1 ჰა-ზე არის 6-7 ტონიანი მოისავალია, რაც საშუალო ევროპული მაჩვენებელია.

ხორბლისა და პურ-პროდუქტების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ასახელებს იმ 5 კომპონენტს, რომელთა თანხვედრა გაზრდის ხორბლის ადგილობრივ წარმოებას და მეხორბლეობის საინვესტიციო მიმზოდველობას. ესაა:მცოდნა, ტექნოლოგია, კოოპერირება, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და დაზღვევა.

სილაგავა ამბობს, რომ ამ ხუთი კომპონენტის თანაარსებობა მოიტანს გარღვევას მოსავლიანობის საშუალო ევროპულ მაჩვენებლამდე გაზრდა რეალური გახდება. 

საქართველოში ხორბლის ორთვიანი მარაგია.

ცნობისთვის, საერთაშორისო ბაზარზე ბოლო ერთ თვეში მარცვლეული 2.5%-ით გაძვირდა. წლიურ ჭრილში კი მარცვლეული მსოფლიოში 19,9%-ითაა გაძვირებული.

სახელმწიფო ფქვილის სუბსიდირებაზე 10 მილიონამდე ლარს დახარჯავს, რის გამოც პურზე ფასი არ გაიზრდება.

ცნობისთვის საქართველოში პურზე ფასის უცვლელად შენარჩუნება მხოლოდ სახელმწიფო სუბსიდირების წყალობით მოხერხდა. სუბსიდირების არარსებობის შემთხვევაში, პურის ფასი 15-20 თეთრით გაძვირდებოდა.

მანამდე სუბსიდირებისკენ მოუწოდა მთავრობას საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია, საქართველოს პურის მრეწველთა კავშირთან ერთად. მათ მთავრობას ღია წერილით მიმართეს.

შეგახსენებთ, მთავრობა პურის ფასის სუბსიდირებისთვის მზაობას მუდამ გამოთქვამდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პურპროდუქტების მსხვილ მწარმოებლებს, პურის მცხობელთა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციების თავმჯდომარეებს რამდენჯერმე შეხვდა.

საქართველოს რუსულ ხორბალზე მაღალი დამაკიდებულებისა და რუსული ხორბლის გაძვირებისა და, ზოგადად, ხორბლის საერთაშორისო ფასის მატების გამო, საქართველოში გამოითქვა ვარაუდი, რომ ხორბალი, ფქვილი და პური გაძვირდებოდა, თუმცა მინისტრმაც და მეხორბლეთა ასოციაციამაც ეს შესაძლებლობა გამორიცხეს.

მინისტრი დავითაშვილი ამტკიცებს, რომ ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა გარანტირებულია.

ცნობისთვის, საქართველოში პური და პურპროდუქტები წლიურ ჭრილში გაძვირებულია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system