თავში

ხორცი გაძვირდა

ხორცი გაძვირდა
ხორცი გაძვირდა

საქართველოში ხორცი 2021 წლის აპრილში, მარტთან შედარებით, 1.9 პროცენტით გაძვირდა. ამის შესახებ ირკვევა საქსტატის ინფლაციის აპრილის ანგარიშიდან. ქვეყანაში წელს აპრილში ხორცი და ხორცპროდუქტების ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაძვირებულია 4.6 პროცენტით. 

2021 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით, 2.3%-ითაა გაზრდილი ხორცის საერთაშორისო ფასებიც. ზრდა მეტწილად განპირობებული იყო ევროპაში აღდგომის დღესასწაულის სამზადისთ და ღორისა და ფრინველის ხორცის შემცირებულ მარაგებით. მსხვილფეხა საქონლის ხორცის ფასი უცვლელი დარჩა, მაშინ როცა წვრილფეხა საქონლის ხორცზე ფასები შემცირდა. ხორცის მსოფლიო ფასების ინდექსი თებერვალში, იანვართან შედარებით, 0,6 პუნქტით 0,6 პროცენტით გაიზარდა.

საქართველომ ხორცის წარმოება გაზარდა. 2020 წლის IV კვარტალში ხორცის წარმოებამ 22.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2019 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.2 პროცენტით მეტია. 2020 წელს ხორცის წლიურმა წარმოებამ 69.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს უტოლდება. 2020 წლის IV კვარტლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 77.5 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 60.0 პროცენტი ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით) და 14.2 პროცენტი პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით). სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი) პროდუქციის 80.3 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (36.2 პროცენტი), ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით) (35.8 პროცენტი) და თევზეული (20.9 პროცენტი) წარმოადგენდა.

2020 წლის IV კვარტლის განმავლობაშისასაკლაოებში დაკლულია 71.8 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 37.7 პროცენტი მსხვილფეხა, ხოლო 62.3 პროცენტიწვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 281.5 ათასი ერთეულით განისაზღვრა. სასაკლაოების მიერ 2020 წლის IV კვარტლის განმავლობაში 9 460.7 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 30.0 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 47.8 პროცენტი - ფრინველის, 21.5 პროცენტი - ღორის, 0.6 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია. მომსახურება გაეწია 6.7 ათას პირს, საიდანაც 38.7 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე სასაკლაოების მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 27.6 ლარი, ცხვრის ან თხის - 12.1 ლარი, ხოლო ღორის - 25.1 ლარი.

2020 წლის III კვარტალში ხორცის წარმოება ქვეყანაში შემცირებული იყო. ამ დროს საქართველომ 14.7 ათასი ტონა ხორცი აწარმოა, რაც 2019 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 6.4 პროცენტით ნაკლებია. დროის ამავე პერიოდში საქართველოს 99 სასაკლაომ 10 224.1 ტონა ხორცი აწარმოა. 2020 წლის III კვარტლის განმავლობაში საქართველოს 160 სამაცივრეში განთავსდა 76.8 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 49.3 პროცენტი ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 25.6 პროცენტი ხილი და ბოსტნეული, 13.2 პროცენტი პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 7.0 პროცენტი თევზეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

იმისთვის რომ გაიგოთ ყველაფერი მესაქონლეობის მეხორცულ მიმართულებასა და ხორცის ადგილობრივ წარმოებაზე, იკითხეთ report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system