თავში

ყველაზე მეტი მილიარდერი პეკინში ცხოვრობს

ყველაზე მეტი მილიარდერი​ პეკინში ცხოვრობს
ყველაზე მეტი მილიარდერი პეკინში ცხოვრობს

პეკინში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქალაქში. შარშან ჩინეთის დედაქალაქში 33 მილიარდერი ცხოვრობდა, წელს კი მათი რიცხვი 100-მდეა გაზრდილი. მილიარდერების რიცხვის ზრდას ანალიტიკოსები ჩინეთში კორონავირუსის შეჩერებას უკავშირებენ. მათი განმარტებით, პანდემიის ეფექტური მართვა ტექნოლოგიების განვითარებისა და და საფონდო ბირჟების წარმატებული მუშაობის წინაპირობა გახდა. პეკინის ყველაზე მდიდარი ბინადარი აპლიკაცია TikTok-ის დამფუძნებელი, ჟან იმინგია, რომლის ქონებაც წელიწადში გაორმაგდა და $35.6 მილიარდამდე გაიზარდა.

პეკინის შემდეგ, ყველაზე მეტი მილიარდერი ბინადრობს ნიუ-იორკში, სადაც 99 მილიარდერი ირიცხება, თუმცა მათი საერთო ქონება ($80 მილიარდი) პეკინელი მილიარდერების ჯამურ ქონებას აღემატება. ნიუ-იორკის ყველაზე მდიდარი მცხოვრები ქალაქის ყოფილი მერი, მაიკლ ბლუმბერგია, რომლის ქონებაც $59 მილიარდად ფასდება.

Forbes-მა მილიარდერთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. ერთადერთი ქართველი მილიარდერი, ბიძინა ივანიშვილი, Forbes-ის განახლებულ სიაში 589-ე ადგილს იკავებს. 2020 წლის შემდეგ, მან სიაში 240 საფეხურით უკან დაიწია, თუმცა მისი ქონება Forbes-ის მონაცემებით არ შეცვლილა და $4.8 მილიარდს შეადგენს. სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის სიაში დაქვეითება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ 2021 წელს მსოფლიო მილიარდერთა სიას 660 ადამიანი დაემატა. 

ერთადერთი ქართველი მილიარდერი მსოფლიო ფილანტროპების სიაშია. ფოლანტროპი არის ქველმოქმედი, მოწყალე ადამიანი. თანამედროვე გაგებით ესაა საზოგადოების სასარგებლოდ გაწეული ღვაწლი, რომელიც მიმართულია საზოგადოების ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

"ილონ მასკი, ბილ და მელინდა გეითსები, ბიძინა ივანიშვილი, მაკენზი სკოტი, მინ კაო და ჩარლზ ფინი ამტკიცებენ, რომ საკუთარი ქონების გამოყენება ბევრნაირად შეიძლება სამყაროში ცხოვრების გასაუმჯობესებლად," - ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Contrepoints-ი წერს. გამოცემის მიხედვით, ამ ადამიანებმა საკუთარი არასტანდარტული აზროვნებით დათმეს მაღალშემოსავლიანი პროექტები ადამიანების ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან 2021 წლის იანვარში წავიდა. მან ფონდ „ქართუს“ ჯამში 28 ობიექტი გადაუფორმა. ერთადერთი ქართველი მილიარდერი ამბობს, რომ ამით ის არ გაღარიბებულა. ივანიშვილი საქართველოში ბიზნესის მომგებიანობით უკმაყოფილოა. ბიზნესმენი აღიარებს, რომ ბიზნესის მართვის მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად, ვერ შეძლო საქართველოში მომგებიანი ბიზნესკომპანიების დაფუძნება. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, , "ქართუ ბანკის" ქველმოქმედება 55 მილიონი დოლარს უტოლდება.

რა ქონება გადასცა ივანიშვილმა ფონდ "ქართუს", ნახეთ აქ.

ბიძინა ივანიშვილმა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ StopCov ფონდში 100 მილიონი ლარი გადარიცხა.

შარშან საქართველოდან 209.3 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია პანამიდანაა გატანილი. სპეციალისტებისთვის პანამური ინვესტიციებს დიდწილად ტურიზმის განვითარების ფონდთან და სხვა აქტივებთან ასოცირდება, რომლის უკანაც, მათი მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი დგას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system