თავში

რა ევალება ეკონომიკური რეფორმების ახლადშექმნილ საბჭოს

რა ევალება ეკონომიკური რეფორმების ახლადშექმნილ საბჭოს
რა ევალება  ეკონომიკური რეფორმების ახლადშექმნილ საბჭოს

საქართველოს მთავრობამ ახალი - "ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო" შექმნა, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. ამავე საბჭოს წევრები იქნებიან სებ-ის პრეზიდენტი, თბილისის მერი და ავტონომიური ერთეულების თავმჯდომარეები. საუბარია ეკონომიკური განვითარების გეგმაზე მომუშავე სპეციალური კომისიის შექმნაზე, რომელიც 3 თვის განმავლობაში იმუშავებს ეკონომიკური განვითარების გეგმაზე და პირველ დოკუმენტს მაისის ბოლოს წარმოადგენს. 

საქართველოს 10-წლიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მისი პრემიერ-მინისტრად დამტკიცების დროს წარდგენილი ერთ-ერთი ინიციატივაა. 10-წლიანი სტრატეგიის შექმნა ნიშნავს, რომ მთავრობა ეკონომიკის განვითარების ერთგვარ გზამკვლევს ქმნის. როგორც პრემიერ-მინისტრი განმარტავს, კომისიის მუშაობაში ჩართული იქნება და მონაწილეობას მიიღებს ყველა მხარე, მათ შორის კერძო სექტორის წარმომადგენლები და მაღალი დონის ექსპერტები. ეკონომიკის სექტორული განვითარებისა და აღდგენის პროცესში პარლამენტიც ჩაერთვება.

სპეციალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ მთავრობა გააცოცხლებს ეკონომიკური განვითარების გეგმას, რომელიც ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს შემუშავდა. ესაა ,,სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 2020." მათივე მტკიცებით, ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მთავრობას წლობით გადადებულ გეგმაში გარკვეული კორექტირების შეტანა მოუწევს, რომელსაც ახალ სიცოცხლეს შესძენს.

მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ეკონომიკური განვითარების 10 წლიანი გეგმის დოკუმენტის შემუშავება ამ ეტაპზე არაგონივრულია და  ბიზნესი მოკლევადიან ეფექტურ სტრატეგიას ითხოვს. ბიზნესი საგადასახადო შეღავათების პაკეტის მომზადებასაც ითხოვს

გრძელვადიან ეკონომიკურ გეგმას ეჭვის თვალით უყურებს ექსპერტების ნაწილიც და მასთან დაკავშირებით ლეგიტიმური კითხვები აქვთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system