თავში

რა ხდება სამხრეთ კავკასიის ეკონომიკაში

რა ხდება სამხრეთ კავკასიის ეკონომიკაში
რა ხდება სამხრეთ კავკასიის ეკონომიკაში

სამხრეთ კავკასიის ეკონომიკებს პანდემიის პირობებში ოთხმაგი უარყოფითი შოკის გადატანა მოუწიათ: ნავთობის შარშანდელი მკვეთრი გაიაფება, ლოკდაუნები, ყარაბაღის ომი და პოლიტიკური კრიზისი. პოლიტიკურ არასტაბილურობას, როგორც წესი, მაღალი ეკონომიკური ფასი აქვს, რომლის გადახდა მოსახლეობას უწევს. ეს ფაქტორი ყველაზე მარალი საქართველოსა და სომხეთშია. 

პოლიტიკურ ფაქტორს, მიმდინარე წლიდან კავკასიის ეკონომიკებს დამატებითი პრობლემები შეუქმნა ე.წ. მეორე ლოკდაუნმა. შეზღუდვების გამკაცრება პირველი ლოკდაუნით დასუსტებულ ეკონიომიკაზე მძიმედ აისახა. კავკასიის ქვეყნებიდან ყველაზე მკაცრი შეზღუდვები საქართველოში იყო. საქართველოში შეზღუდვების სიმკაცრე 100 ქულიდან 83.8-ით შეფასდა, რამაც ჩვენი ქვეყანა ყველაზე მკაცრი შეზღუდვების მქონე ქვეყნებს შორის მსოფლიოში მე-6 პოზიციაზე დააფიქსირა. სხვა კვლევით, საქართველო COVID შეზღუდვების სიმკაცრით მე-15 ადგილზეა მსოფლიოს 184 ქვეყნიდან. კვლევებითვე დასტურდება, რომ შეზღუდვების გახსნამდე საქართველოს ეკონომიკა დღეში საშუალოდ კარგავდა 16 მლნ ლარს. სწორედ შეზღუდვების მიზეზთ ქვეყანას ჯამურად 2020 წელს 1.0 მლრდ ლარის დანაკარგი უფიქსირდება. საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 6.1%-ით შემცირდა, ყველაზე დიდი დარტყმა ქართულ ტურიზმს მიადგა. შედეგმაც არ დააყოვნა და იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა, თებერვალში კი 5.1%-ით, ხოლო ორი თვის საშუალო კლება 8.3%-ს გაუტოლდა. საქართველოში თებერვლის პერიოდში შეზღუდვები 14.5%-ით უფრო მკაცრი იყო, ვიდრე აზერბაიჯანში, სომხეთში კი შედარებით მსუბუქი. 

აზერბაიჯანში შეზღუდვებს ისეთი დიდი გავლება არ აქვს ეკონომიკაზე, როგორც სომხეთსა და საქართველოში, ამიტომაცაა, რომ ამ ქვეყნის ეკონომიკა მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში მხოლოდ 3.2%-ითა შემცირდა, ხოლო წლიურად ეკონომიკი ვარდნა 2.5%-ზე დაფიქსირდა. ეს იმიტომ, რომ აზერბაიჯანი ეკონომიკაში ნავთობინდუსტრიის წილი მაღალია და ნავთობპროდუქტების არც წარმოებაზე და არც ექსპორტზე შეზღუდვები, მთელი მსოფლიოს მსგავსად, არც აზერბაიჯანში ამოქმედებეულა. შარშან  აზერბაიჯანმა ნავთობინდუსტრიაში შექმნა მთელი ქვეყნის ეკონომიკის 29.9%-ი. ამ ქვეყნის შედარებით უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა სწორედ ნავთობზე მოთხოვნისა და ფასების ზრდას უკავშირდება.

საქართველოსა და სომხეთში ეკონომიკას ძირითადად აგენერირებს მომსახურების სფერო, საქართველოს შემთხვევაში ამას ემატება ტურიზმიც. პანდემიური შეზღუდვების მთავარი დარტმა სწორედ ამ სექტორებზე გავრცელდა, ამიტომაცაა, რომ პანდემიამ აზერბაიჯანთან შედარებით, საქართველო და სომხეთი უფრო დააზარალა. იანვარ-თებერვალში სომხეთს ეკონომიკის 6.7%-იანი კლება ჰქონდა. მხოლოდ იანვარში ამ ქვეყანას ეკონომიკა 8.2%-ით შეუმცირდა. შარშან კი სომხეთის ეკონომიკა რეგიონიდან ყველაზე მეტად შემცირდა, რასაც ექსპერტები დიდ "ლოკდაუნს" და 47-დღიან ყარაბაღის ომს უკავშირებენ. შარშან სომხეთის ეკონომიკამ 7.5%-ით იკლო, ხოლო საქართველოში ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა, ხოლო ორთვიან ჭრილში საქართველოს ეკონომიკის 8.3%-იანი კლება არამხოლოდ კავკასიის, არამედ მთლიანი რეგიონის მასშტაბით, ყველაზე ღრმა რეცესიაა.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით კი საქართველოს ეკონომიკა წლის განმავლობაში 4.0%-ით გაიზრდება, სომხეთში კი 3.1%-იანი ზრდაა ნავარაუდევი, აზერბაიჯანის მშპ-ს ზრდას 2021 წელს 1,9% -ით ელიან, 2022 წელს ეკონომიკური ზრდის 4,5% -მდე დაჩქარდებას ვარაუდობენ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს 2021 წელს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 5% ექნება, ხოლო 2021-2025 წლების განმავლობაში რეგიონში იქნება პირველ ადგილზე, ეკონომიკური ზრდის 5,5%-ით. 

შეგახსენებთ, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკური კავშირების გაღრმავების აუცილებლობაზე სპეციალისტების ნაწილი ბოლო დროს სულ უფრო აქტიურად საუბრობს. ისინი ხედავენ რეალურ შესაძლებლობას, რომ კავშირები რეგიონის ქვეყნებს შორის გაღრმავდეს და ეკონომიკურ საკითხებზე დიალოგის პლატფორმად თბილისი იქცეს. საუბარია სამხრეთ კავკასიის ერთიან ეკონომიკურ ზონაზეც, სადაც აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო საბაჟო გადასახადების გარეშე ვაჭრობას და დიდი ეკონომიკური სარგებლის მიღებას შეძლებენ. ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის მთავრობებს მოუწევთ გონივრული გადაწყვეტილებების მიღება, ურთიერთთანამშრომლობა და სწორი ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღება, რაც რეგიონის გეოპოლიტიკურ როლსაც გააძლიერებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system