თავში

რა სარგებლობა მოაქვს 4-დღიან სამუშაო კვირას ბიზნესისთვის

რა სარგებლობა მოაქვს 4-დღიან სამუშაო კვირას ბიზნესისთვის
რა სარგებლობა მოაქვს 4-დღიან სამუშაო კვირას ბიზნესისთვის

CNN -ის ცნობით, მას შემდეგ რაც კომპანია Microsoft-მა იაპონიაში 4-დღიანი სამუშაო კვირა დააწესა, თანამშრომელთა პროდუქტიულობა გაიზარდა. შემცირებული სამუშაო კვირის პროგრამა იაპონიაში მიმდინარე წლის ზაფხულიდან მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც შაბათ კვირასთან ერთად პარასკევიც უქმედ გამოცხადდა. 

კომპანიის ანალიტიკოსების თქმით, მიუხედავად სამუშაო საათების შემცირებისა, თანამშრომელთა პროდუქტიულობა თითქმის 40 პროცენტით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სამუშაო საათების შემცირების პარალელურად კომპანიის თანამშრომლებს მენეჯერებმა მოუწოდეს, რომ შეემცირებინათ შეხვედრებისა და ელექტრონული შეტყობინებებისთვის პასუხის გაცემის დროც. მათი დირექტივით, შეხვედრები 30 წუთზე დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს.

 Microsoft-ის თანამშრომლების 90-მა პროცენტმა ახალი ინიციატივა მოიწონეს. კომპანიის მენეჯმენტის განმარტებით, გარდა თანამშრომელთა პროდუქტიულობის გაზრდისა, სამუშაო კვირის 4 დღემდე შემცირებით კომპანიამ სხვა სარგებელიც ნახა,-შეუმცირდა ხარჯი ელექტროენერგიაზე.

შეგახსენებთსაქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებები იგეგმებარა პირობებს გაუწერს პარლამენტი დამსაქმებელსა და დასაქმებულებს, 2021 წელს გადაწყდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system