თავში

რა ტიპის გარანტიები შესთავაზა სახელმწიფომ მევენახეებს

რა ტიპის გარანტიები შესთავაზა სახელმწიფომ მევენახეებს
რა ტიპის გარანტიები შესთავაზა სახელმწიფომ მევენახეებს

"მსხვილი კომპანიები, რომლებიც შეძლებენ 1 000 ტონაზე მეტი „რქაწითელის“ ან „კახური მწვანის“ გადამუშავებას, მიიღებენ 30 თეთრიან სუბსიდიას," - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა რთველის სუბსიდირების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, რთველის ორგანიზებულად წარმართვისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროში, შარშანდელის მსგავსად, წელსაც შეიქმნება  სპეციალური ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს რთველის მუშა პროცესს, და ყურძნის ნაკადების მართვას, რათა მევენახეებმა და ფერმერებმა თავიანთი პროდუქტის დაბინავება რიგების და პრობლემების გარეშე შეძლონ. 

"ჩვენ გვქონდა ბიუჯეტში გათვალისწინებული რესურსები პანდემიით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად და რთველის ორგანიზების კუთხით. ამიტომ ის მსხვილი კომპანიები, რომლებიც შეძლებენ 1 000 ტონაზე მეტი „რქაწითელის“ ან „კახური მწვანის“ გადამუშავებას, მიიღებენ 30 თეთრიან სუბსიდიას, იმ შემთხვევაში, თუ მათი ფასი იქნება მინიმუმ 80 თეთრი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გარკვეული გარანტია გავაჩინეთ მევენახეებისა და ფერმერებისთვის. რაც შეეხება დანარჩენი ყურძნის სახეობებს, ეს არის როგორც ინდუსტრიულად გავრცელებული „საფერავის“ ჯიში ან სხვა იშვიათი სახეობები, აქ ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ მასტიმულირებელი ღონისძიებებით, რომელიც მთავრობამ წინა კვირას გაითვალისწინა, მოთხოვნა იქნება მდგრადი და მყარი, რათა ფასები იყოს მარალი და მევენახეების ინტერესები იყოს გათვალისწინებული. ის, რომ ჩვენ ასეთი გარანტიები შევქმენით ქართველი მევენახე-ფერმერებისთვის, ვფიქრობ, არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და სოლიდარობა, რადგან ეს არის ქართველი გადასახადების გადამხდელების მეირ აკუმულირებული თანხები. ანუ ეს არის სოლიდარობა მევენახე-ფერმერებისთვის, რათა მათი საქმიანობა წელს დაფასდეს და 2020-ის სეზონი ნაკლებად მძიმედ გაიარონ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს პრემიერმა გახარიამ დეტალურად განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა წელს მთავრობამ რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ განაახლოს რთველის სუბსიდირება.

დღესვე გახდა ცნობილი, რომ ყურძნის ჩაბარების პროცესში შეიძლება სახელმწიფოც ჩაერთოს.

დღესვე წლევანდელი რთველისთვის ყურძენზე მინიმალური ფასიც განისაზღვრა. წელს კახური მწვანისა და რქაწითელის ყურძენი მინიმუმ 80 თეთრი ეღირება.

ცნობისთვის, წელს ქვეყანაში დაახლოებით 300 ათასი ტონა ყურძნის მოლოდინი არსებობს და ჯამში რთველი და მეღვინეობა 80 მილიონით დაფინანსდება.

მთავრობა სრულ მზადყოფნაშია, რომ 2020 წლის რთველი წარმატებული აღმოჩნდეს.

აღსანიშნავია, რომ აგრობიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები ფართოვდება. მთავრობის პროგრამებს დაემატება თხილის გადამუშავება, ჩაის წარმოება და სასურსათო წარმოება, რაც შეეხება ყურძნის გადამუშვებას, ყურძნის ჩამბარებელი კომპანიები შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლებენ.

ცნობისთვის, აგრობიზნესებიდან კორონავირუსმა ყველაზე მეტად მეღვინეობა დააზარალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system