თავში

რას ნიშნავს ბაიდენის პრეზიდენტობა საქართველოსთვის

რას ნიშნავს ​ბაიდენის პრეზიდენტობა საქართველოსთვის
რას ნიშნავს ბაიდენის პრეზიდენტობა საქართველოსთვის

"ბაიდენის პრეზიდენტობა საქართველოს პარტნიორული როლის გაზრდას მოიტანს და მეტ პირობითობას დემოკრატიზაციის, სასამართლოსა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით. ეს კი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციული პროცესის წარმატებისთვის," - ასე ფიქრობს კონსტიტუციონალისტი ლევან ბოძაშვილი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდების გამარჯვებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ისეთ პარტნიორ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა ამერიკისთვის და ამერიკა საქართველოსთვის, არსებული ინტეგრაციული ფანჯრები უფრო მეტად გაეხსნება.

„პირველი და უმთავრესი, რაც ბაიდენის პრეზიდენტობით შეიცვლება, ეს არის ამერიკული იზოლაციონიზმის დასრულება. ეს კი თავის მხრივ ნიშნავს, რომ ისეთ პარტნიორ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა ამერიკისთვის და ამერიკა საქართველოსთვის, არსებული ინტეგრაციული ფანჯრები უფრო მეტად გაეხსნება. ეს ამავე დროს ნიშნავს ტრანსატლანტიკურ, ევრო-ამერიკულ ურთიერთობებში 4- წლიანი უკიდურესი დაძაბულობის შემცირებას, რაც ნამდვილად არ იყო საქართველოს ინტერესებში და რეალურად აფერხებდა ინტეგრაციულ პროცესს. ბაიდენის პრეზიდენტობა ამავე დროს, რაც საქართველოსთვის ასევე მნიშვნელოვანია, ნიშნავს რუსეთის აქტიურ შეკავებას, მეტ სანქციებსა და შეურიგებელ პოლიტიკას მის მიმართ. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოსთვის მეტი დემოკრატიზაციის უზრუნველყოფაა. ეს ნიშნავს თავისუფალ სასამართლოს და სისტემურ სიძლიერეს, სახელმწიფო ორგანოების დეინსტიტუციონალიზაციიდან ნორმალურ მდგომარეობაში მოქცევას. საერთო ჯამში, ბაიდენის პრეზიდენტობა საქართველოს პარტნიორული როლის გაზრდას მოიტანს და მეტ პირობითობას დემოკრატიზაციის, სასამართლოსა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით. ეს კი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციული პროცესის წარმატებისთვის," - განუმარტა ბოძაშვილმა report.ge-ს და დასძინა, რომ მოსაზრება, თითქოს, ბაიდენის პრეზიდენტობა გამოიწვევს ულტრალიბერალური ნარატივის თავს მოხვევას საქართველოსთვის, უსაფუძვლოა, რადგან ბოძაშვილი დარწმუნებულია, რომ ბაიდენი კარგად აცნობიერებს, საქართველოს მოსახლეობისთვის ამ მიდგომით საუბარი მხოლოდ რუსულ პროპაგანდაზე დაასხავს წყალს, რაც მის ინტერესში არ შედის.

ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში საარჩევნო კოლეგიის 273 ხმა მიიღო. გამარჯვებისთვის მას 270 ხმა სჭირდებოდა. მსოფლიო ლიდერებმა მას გამარკვება მიულოცეს. ჯო ბაიდენს გამარჯვება მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინიტრმა გიორგი გახარიამაც.

ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

მარცხს არ აღიარებს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიუხედავად იმისა, რომ მას მარცხის აღიარებისკენ სიძემაც და მეუღლემაც მოუწოდეს. 

ყველა ხმის დათვლამდე, აშშ-ის არჩვენების შედეგებს არც კრემლი აღიარებს.

ცნობისთვის, რატომაა მნიშვნელოვანი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები საქართველოსა და განვითარებადი ბაზრებისთვის, ამაზე report.ge ჯერ კიდევ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე წერდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system