თავში

ჯანდაცვა,სოციალური პაკეტები და ინფრასტრუქტურა - რაზე იხარჯება თბილისის ბიუჯეტი

რაზე იხარჯება თბილისის ბიუჯეტი
ჯანდაცვა,სოციალური პაკეტები და ინფრასტრუქტურა - რაზე იხარჯება თბილისის ბიუჯეტი

თბილისის ბიუჯეტი თბილისის და თბილისელების საჭიროებებზეა მორგებული, - ასე აფასებს დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტში გაწერილ პრიორიტეტებს  “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრი ბექა დავითულიანი.

მისი განმარტებით, პანდემიის მიერ გამოწვეული პრობლემების მიუხედავად, თბილისის მერიის გუნდმა მოახერხა თბილისის ბიუჯეტი 1.1 მილიარდ ლარამდე გაეზარდა. იმის გამო რომ პანდემიამ მოსახლეობა მნიშვნელოვნად დააზარალა, ბიუჯეტში მთავარი პირიორიტეტი ჯანდაცვა და სოციალური დახმარებებია. დავითულიანის თქმით, ბიუჯეტიდან 350 მილიონ ლარზე მეტი სწორედ ჩვენი მოქალაქეების სოციალური პრობლემების მოგვარებისკენ არის მიმართული. 

ბიუჯეტის კიდევე ერთი უმსხვილესი მიმართულებაა ინფრასტრუქტურის განვითარება, რომლისთვისაც გამოყოფილია 350 მლნ ლარი.

"განხორციელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიც არის: ვაკის პარკის რეაბილიტაციის დასრულება, ვაკის პარკის კასკადის რეაბილიტაცია, თემქის ხევის პარკის მოწყობა, რომლისთვისაც დაახლოებით 25 მლნ ლარი დაიხარჯება; ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაცია, წყნეთის გზატკეცილისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობის დაწყება; მოსახლეობისთვის დაპირებული, ვარკეთილის ხევის რეაბილიტაცია," -  განაცხადა ბექა დავითულიანმა და დასძინა, როიმ თბილისის ბიუჯეტი არსებული ვითარების გათვალისწინებით ოპტიმალურად არის შედგენილი და მისი პარამეტრები თბილისის და თბილისელების საჭიროებებზეა მორგებული. 

დედაქალაქის მერიამ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა დაასრულა. თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი კვლავ უპრეცედენტოდ დიდია

დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი 1 მილიარდ 100 მილიონი ლარი იქნება.

ცნობისთვის, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, დედაქალაქის ბიუჯეტი 840 მლნ ლარი იყო, რაც 2020 წლის მოქმედ ბიუჯეტთან შედარებით 261 მილიონი ლარით ნაკლები გახლდათ. 2020 წლის თბილისის ბიუჯეტის წლიური გეგმა 56.8%-ით შესრულდა. დედაქალაქს წელს სესხების მომსახურება/დაფარვა 18 მლნ ლარი დაუჯდა

იმის გასაგებად, თუ რას მოხმარდება დედაქალაქის 20201 წლის ბიუჯეტი, იკითხეთ report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system