თავში

რესტორნები თვითნებურად აღარ გაიხსნება

რესტორნები თვითნებურად აღარ გაიხსნება
რესტორნები თვითნებურად აღარ გაიხსნება

„მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილება ყინულის გალღობაა," - ამის შესახებ დღეს  რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ  მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და დაადასტურა, რომ რესტორნებმა 6 თებერვალს თვითნებურად გახსნა გადაიფიქრეს. ბურჯანაძის განმარტებით, დაუმორჩილებლობის გადაწყვეტილება მთავრობის მხრიდან გადადგმული ნაბიჯის გათვალისწინებით შეცვალეს.

"გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ შაბათს ეს აქცია არ ჩატარდება და მიტანის სერვისით გავაგრძელებთ ფუნქციონირებას“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ გახდა ცნობილი, რომ რესტორნები საქართველოში 15 თებერვლიდან იხსნება. მანამდე კი რესტორატორებმა 6 თებერვლიდან თვითნებული გახსნა დააანონსეს, თუმცა, მთავრობის მიერ რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ბიზნესმა პოზიცია შეიცვალა.

რესტორატორები შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების სამსახურმა და ეკონომიკის მინისტრმა გუშინ მკაცრად გააფრთხილა. ინსპექციაში განაცხადეს, რომ, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, რესტორნებს კანონის ფარგლებში დააჯარიმებდნენ, თუმცა რესტორატორები, გაფრხილების მიუხედავად, შაბათს გახსნას მაინც აპირებდნენ, რომ არა მათი 15 თებერვლიდან გახსნის გადაწყვეტილება.

გუშინვე მთავრობამ განაცხადა, რომ "ურჩ ბიზნესს" სახელმწიფოს მხარდამჭერ პროგრამებში აღარ ჩართავენ და სუბსიდიები და შეღავათები აღარ შეხებათ.

ცნობისთვის, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მეოთე ეტაპის ფარგლებში ტურიზმის სექტორი, მათ შორის სარესტორნე ინდუსტრია, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება 2021 წელს, ასევე ექვსი თვის განმავლობაში სარესტორნო ინდუსტრიას საბანკო და ლიზინგის სესხების პროცენტი დაუსუბსიდირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system