თავში

როდის დაიწყება ორასლარიანი დახმარების ჩარიცხვა

როდის დაიწყება ორასლარიანი დახმარების ჩარიცხვა
როდის დაიწყება ორასლარიანი დახმარების ჩარიცხვა

პრემიერ-მინისტრმა ორასლარიანი დახმარების შესახებ დეტალები განმარტა. 

გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, განაცხადა, რომ ეს არის სახელმწიფო დახმარება მიზნობრივი, კონკრეტული ფიზიკური პირისათვის.

ათვლა მოხდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან, გადარიცხვები მაისიდან დაიწყება მაშინ, როდესაც შემოსავლების სამსახურს ექნება შესაბამისი ინფორმაცია კომპანიების მიერ ჩაბარებული დეკლარაციების სახით და მაშინ, როდესაც დავინახავთ, რომ ადამიანმა სამუშაო დაკარგა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, დაქირავებით დასაქმებული პირები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს, თვეში 200 ლარს მიიღებენ.

მოხდება თვითდასაქმებულთა იდენტიფიცირება და მათზე 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარების გაცემა.

ცნობისთვის, მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. დახმარება შესთავაზა, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს.

კრიზისული მენეჯმენტისთვის ხელისუფლება 3 მილიარდ ნახევარს დახარჯავს.

მთავრობა ბანკებს 600 მილიონ ლარს მიაწვდის.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკა ექვს ეტაპად გაიხსნება.

მთავრობამ მეწარმეების მეტი მხარდაჭერისთვის "აწარმოე საქართველოს" პროგრამაში თანადაფინანსების მექანიზმი შეცვალა და სახელმწიფოს მონაწილეობა პროცენტის დაფინანსებაში გაიზარდა.

სოფლად მცირე ბიზნესის წამომწყებიც კი 30 ათასი ლარით დაფინანსდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system