თავში

რომან გოცირიძე: 2021 წლის ბიუჯეტი "ოცნებისთვის" განაჩენია

რომან გოცირიძე: 2021 წლის ბიუჯეტი "ოცნებისთვის" განაჩენია
რომან გოცირიძე: 2021 წლის ბიუჯეტი ოცნებისთვის განაჩენია

ეს ბიუჯეტი არის განაჩენი ამ მთავრობისთვის წინასაარჩევნოდ," - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, მხოლოდ ეს ბიუჯეტი არის საკმარისი იმისათვის, რომ „ქართულ ოცნებას" არავინ მისცეს ხმა.

"ეს არის სიღატაკის ბიუჯეტი, რომელიც მყარ ვალუტაში გამოსახული არის იმაზე ნაკლები, რაც იყო წლების წინათ. ეს არის უპერსპექტივობის ბიუჯეტი და ამ ბიუჯეტში დატოვებულია ყველა ის კორუფციული და ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბიზნესისთვის გამოყოფილი ხარჯები, რომელსაც „ქართული ოცნება" არ შეელია პანდემიის პერიოდშიც კი და ვერც შეელია 2021 წელს. ეს ბიუჯეტი აჩვენებს იმას, რომ არავითარი პერსპექტივა საქართველოს ამ ხელისუფლების ხელში არ აქვს. ბიუჯეტის უზარმაზარი ნაწილი არის საგარეო ვალით,"- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისათვის, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მთავრობამ პარლამენტს წინა კვირას წარუდგინა. მისი განხილვა საკანონდებლო ორგანომ დღეიდან დაიწყო.

პროცედურების შესაბამისად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი გაწერს გრაფიკს, რომლის მიხედვით, არაუგვიანეს 22 ოქტომბრისა, კომიტეტები, ფრაქციები განიხილავენ მომავალი წლის მთავარა ფინანსურ დოკუმენტს. საკომიტეტო და ფრაქციული განხილვების შემდეგ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნის საფუძველზე, პარლამენტის თავმჯდომარე შენიშვნებით დაუბრუნებს მთავრობას სახელმწიფო ბიუჯეტს. მთავრობა დოკუმეტს გადაამუშავებს და ნოემბერში ხელახლა წარუდგებს საკანონმდებლო ორგანოს 2021 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის გადამუშავებულ ვერსიას.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა მომავალ წელს ბიზნესს ზედმეტად გადახდილი დღგ-ის გადასახადებით სახით, მილიარდ ლარზე მეტს დაუბრუნებს.

2021 წლის ბიუჯეტი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში არის დაგეგმილი.

გაისად მთავრობა 17.07 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც 2020 წელთან შედარებით 1.1 მილიარდი ლარით მეტია. მომავალი წლის გაზრდილ ხარჯს მთავრობა 2020 წელს აღებული საგარეო ვალით აბალანსებს.მთავრობის მიერ წარდგენილი ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დამტკიცდება.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს ეკონომისტების ნაწილი არ იწონებს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საბიუჯეტო რესურსი რეალურად ვერ ხმარდება წარმოების ზრდასა და განათლების სფეროს მხარდაჭერას, რაც ბიუჯეტისთვის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.

მიმავალი წლის ეკონომიკური პარამეტრები იხილეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system