თავში

საქართველო მსოფლიოში თხილის მწარმოებელი ქვეყნების შვიდეულშია

საქართველო მსოფლიოში თხილის მწარმოებელი ქვეყნების შვიდეულშია
საქართველო მსოფლიოში თხილის მწარმოებელი ქვეყნების შვიდეულშია

მსოფლიო ბაზარზე თხილის ექსპორტის/წარმოების მხრივ, საქართველო შვიდეულში შედის. East fruit-ის ინფორმაციით, მსოფლიოში თხილის უდიდესი მწარმოებელი და ექსპორტიორი თურქეთია. თურქეთზე მოდის მსოფლიო წარმოების 70%, ხოლო მსოფლიო ექსპორტის - 75%. დანარჩენი 25% კი იტალიაზე, აზერბაიჯანზე, აშშ-ზე, ჩილეზე, საქართველოსა და ირანზე. უფრო კონკრეტულად: იტალია 7%, აზერბაიჯანი - 3%, აშშ - 3%, ჩილე -3%, საქართველო - 2%, ირანი - 2%.

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყნიდან 7,2 მლნ აშშ დოლარის ქართული პროდუქტი გავიდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 15,8 მლნ აშშ დოლარის (ადგილობრივი ექსპორტი). ამასთან, 2020 წლის აგვისტოდან, 2021 წლის თებერვლის ჩათვლით საქართველომ 89,3 მლნ აშშ დოლარის თხილის ექსპორტი განახორციელა.

საქართველო თხილს მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში ყიდის. 2021 წლის იანვარ-თებერვალში თხილის ყველაზე მეტი ექსპორტი განახორციელდა:

  • გერმანიაში - 4, 2 მლნ აშშ დოლარი (704,3 ტონა)
  • იტალიაში - 2,1 მლნ აშშ დოლარი (339,4 ტონა)
  • რუსეთში - 1, 2 მლნ აშშ დოლარი - (205,9 ტონა)
  • ბელარუსში - 888,5 ათასი აშშ დოლარი ( 138,6 ტონა)
  • ჩეხეთში - 874, 3 ათასი აშშ დოლარი (143,8 ტონა)
  • საფრანგეთში -829,6 ათასი აშშ დოლარი (127 ტონა)
  • სომხეთში - 813,3 ათასი აშშ დოლარი (186,5 ტონა)
  • ლიეტუვაში - 699,3 ათასი აშშ დოლარი (107,5 ტონა)
  • უკრაინაში - 620,4 ათასი აშშ დოლარი (134,2 ტონა)
  • ყირგიზეთში - 535, 3 ათასი აშშ დოლარი (202,7 ტონა)

ქართული თხილი ასევე იყიდება: უზბეკეთში, თურქეთში, შვეიცარიაში, ესპანეთში, სლოვაკეთში, სინგაპურში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, პოლონეთში, ლატვიაში, საუდის არაბეთში, ყაზახეთში, ისრაელში და ა.შ.

საქართველოში 2021 წლის თხილის სეზონისთვის მზადება უკვე დაწყებულია. ქვეყანაში თხილის ბაღების საერთო ფართობი, ახლის ჩათვლით, 70 000 ჰექტარზე მეტია. ქვეყანაში მოყვანილია როგორც ადგილობრივი თხილის ჯიშები (ძირითადად ანაკლიური და გავაზურა), ასევე იტალიური.

2023-2024 წლებში საქართველო თხილის მოსავლის გაორმაგებას გეგმავს. მეთხილე ფერმერტებმა ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყეს.

შეგახსენებთ, 2016 წლიდან, აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების შედეგად, თხილის წარმოება (შესაბამისად ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია.

ადგილობრივი ნაწარმის ექსპორტი 2020 წლის 9 თვეში ყველაზე მეტად თხილის რეალიზაცია გაიზარდა. წელს საქართველომ თხილის უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს შორის მესამე ადგილი დაიბრუნა და გაუსწორდა აზერბაიჯანს.

ქართული თხილის პოტენციალით დაინტერესდა ამერიკის ელჩი კელი დეგნანი.

რა განსაზღვრავს, თხილის ფასს, როგორ მოახერხა საქართველომ თხილის ექსპორტის ზრდა და ზოგადად, თხილის ადგილობრივი წარმოების შესახებ ყველაფერს, გაეცანით report.ge-ზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system